GITA-მ საგრანტო პროგრამა „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ შემდეგ რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი რეგიონული საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან ექნებათ შესაძლებლობა, პროექტების განხორციელებისთვის დამატებითი რესურსები მიიღონ.

„რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით, ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია: პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში; ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში; რეგიონული საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს ხელს შეუწყობს, პროდუქტი შექმნან იდეიდან, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემების მოსახლეობას საშუალება მიეცემა, ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები შეისწავლოს და დინამიკური ცვლილებების მიმართ, მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში უკვე გამოვლინდნენ. სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი, 4 სექტემბრიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების

სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?