გიორგი ვაშაძე - სრული საოცრება და სიგიჟე ვიხილეთ - საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღეს ფული და თურმე „ლუი ვიტონი“ უნდა განვითარდეს ამ ფულით - რა „ლუი ვიტონში“ უნდა ჩადონ ჩვენი ფული, დაცინვა არაა?!

სრული საოცრება და სიგიჟე ვიხილეთ - საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღეს ფული და თურმე „ლუი ვიტონი“ უნდა განვითარდეს ამ ფულით - რა „ლუი ვიტონში“ უნდა ჩადონ ჩვენი ფულები?! დაცინვა არაა?! - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 2028 წლამდე საპენსიო დანაზოგების გადანაწილებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შეფასებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ან ეს ფინანსები უკან უნდა დაუბრუნდეს ხალხს, ან უნდა მოხმარდეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას.

„სრული საოცრება და სიგიჟე ვიხილეთ - საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოიღეს ფული და თურმე „ლუი ვიტონი“ უნდა განვითარდეს ამ ფულით. ნებისმიერ ქვეყანაში საპენსიო ფონდი იმისთვის გროვდება, რომ წარმოება განვითარდეს, შიდაინვესტიციები მოხდეს. ანუ ჩვენი კაპიკები, ლარების სახით თურმე „ლუი ვიტონის" გასავითარებლად ყოფილა საჭირო. ასეთი სიგიჟე შეიძლება ხელისუფლებამ სადმე დააინიციროს, როცა ამდენი უმუშევარია, ამხელა გაჭირვებაა ქვეყანაში? ამბობენ, რომ ფული იმდენი გვაქვს, „ლუი ვიტონი" რამენაირად წინ უნდა წავწიოთ და მასში ინვესტიცია ჩავდოთო... სიგიჟეა უბრალოდ რაზეც იყო და არის საუბარი. ან ეს ფინანსები უკან უნდა დაუბრუნდეს ხალხს, ან უნდა მოხმარდეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. მაგალითად არაერთ მსხვილ კომპანიას, რომელმაც რუსეთის ფედერაცია დატოვა, შევთავაზებდი, რომ წარმოება გაეხსნა საქართველოში და ამ ფინანსებს გამოვიყენებდი ამ წარმოებებში ინვესტიციის თვალსაზრისით. მაგალითად: Google, "ამაზონი", "ტოიოტა", "მერსედესი", რომლებიც გავიდნენ რუსული ბაზრიდან, ამას მოვახმარდი, ანაკლიის პორტს ავაშენებდი. ესენი მოდიან და ამბობენ, "ლუი ვიტონში" უნდა ჩავდოთ ფულიო, დაცინვა არაა? რა "ლუი ვიტონში" უნდა ჩადონ ჩვენი ფულები?!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა