შალვა პაპუაშვილი რომან გოცირიძეს - რაც შეეხება, ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს - დღის წესრიგში ხუთი კანონპროექტი გვაქვს განსახილველი, აქედან სამი კანონპროექტი არის ოპოზიციის მიერ ინიცირებული

რაც შეეხება, ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს - თქვენ ალბათ გაეცანით, მიმდინარე კვირის დღის წესრიგს - ხუთი კანონპროექტი გვაქვს განსახილველი, აქედან სამი კანონპროექტი არის ოპოზიციის მიერ ინიცირებული, - ასე მიმართა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრ რომან გოცირიძეს, რომელიც საქართველოს პარლამენტი ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძეს განუმარტა, დღის წესრიგში წარმოდგენილი ხუთი საკითხიდან სამი ოპოზიციის მიერ არის ინიცირებული.

„ბატონო რომან, ორ კანონპროექტზე ბატონი გიორგი ვაშაძეა მომხსენებელი და ერთზე, ქალბატონი თეონა აქუბარდია და ბატონი არმაზ ახვლედიანი. ასე რომ, რაც მოსულია, დღის წესრიგშია. ეს არის და იმედია, ამ ორ კანონპროექტსაც გამოიტანენ განსახილველად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მისი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მიმართა და მოუწოდა, „შეწყვიტონ საკითხების ხელოვნურად შეჩერება და საზოგადოების თვალწინ მისი განხილვის დაბლოკვა“.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი