ირაკლი კობახიძე - ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია - ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება გულახდილი საუბარი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია და მასთან „ყველაფერთან დაკავშირებით გულახდილი საუბარი ექნებათ“.

„რა თქმა უნდა, ბატონი ბორელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ჩვენ მას ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით გავუზიარებთ, რაც უკავშირდება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, მათ შორის 12 პუნქტის შესრულებას. საუბარი იქნება ყველა თემასთან დაკავშირებით, როგორც ტექნიკურად 12 პუნქტის შესრულებაზე, ასევე ამ პროცესის პოლიტიკურ ასპექტებზე. ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება გულახდილი საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა