გიგა ბოკერია - უნდა გვესმოდეს, რომ სანამ არ გვეყოლება მთავრობა, რომელიც, სწორი გაგებით, პაპზე უფრო კათოლიკეა როცა საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის იბრძვის, მანამდე ჩვენს ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ არ გვეყოლება მთავრობა, რომელიც, სწორი გაგებით, პაპზე უფრო კათოლიკეა როცა საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის იბრძვის, მანამდე ჩვენს ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ჯოზეფ ბორელმა და ბრიუსელმა, სხვადასხვა არგუმენტების მოშველიებით, ამ დისკუსიაში არც უნდა შევიდეთ.

„ჩვენი ხელისუფლება სხვადასხვა დოზით და ინტერესებით აგრძელებს ანტიდასავლურ, ანტიქართულ კურსს, რომ დასავლეთი არის ჩვენთვის საფრთხე, ომი უნდათ, ამიტომ აქ არაფერი შეიცვლება, იმის მიუხედავად ბორელს რას ეტყვიან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც სხვადასხვა აუდიტორიისთვის სხვადასხვა გზავნილს აკეთებს ხოლმე. არავინ უნდა მოვტყუვდეთ! რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ბორელმა და ბრიუსელმა, სხვადასხვა არგუმენტების მოშველიებით, ამ დისკუსიაში არც უნდა შევიდეთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ჩვენ არ გვეყოლება მთავრობა, რომელიც, სწორი გაგებით, პაპზე უფრო კათოლიკეა როცა საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის იბრძვის, მანამდე ჩვენს ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ეს ვიზიტი სხვა ვითარებაში იქნებოდა მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბოკერიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის