სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებთ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა არ დავკარგოთი ისტორიული შანსი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი - ამიტომ ხართ რუსული ხელისუფლება

„ლელო“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ისტორიული შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამის გამო კი, მთავრობა ყველაფერს აკეთებს და პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებს.

სამადაშვილის თქმით, ამიტომ, არის „ქართული ოცნება“ რუსული ხელისუფლება. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ხალხის უმრავლესობა რომ იყოთ აქ და არა, ივანიშვილის მიერ დანიშნულები პარლამენტის წევრებად, ამ საშემოდგომო სესიას გახსნიდით იმ პრემიერ-მინისტრის გადაყენების მოთხოვნით, რომელმაც გაბედა და ჯერ, პირველ რიგში, ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა შეუსრულებელი დატოვა, რაც ჩვენ ევროკავშირმა წაგვიყენა კანდიდატის მისაღებად. დღეს, როდესაც ერთადერთი შანსი რჩება, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და ეს უკავშირდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს და თქვას, რომ კარგი, თვალს დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს, რუსულმა ხელისუფლებამ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა ჩააგდო და რუსულ ოცნებას არ ავასრულებთ, რომ ქვეყანა კანდიდატის გარეშე დარჩეს და პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო. ამ პოზიტიურ გადაწყვეტილებას დღეს სჭირდება პოლიტიკური ლობირება და ამ პოლიტიკური ლობირების გაწევა შეუძლია ერთადერთ ოფიციალურ პირს ამ ქვეყანაში და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი გინდათ? 2019 წლის 20 მარტს მე დავაყენე საკითხი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე, თუ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ 2008 წლის მოვლენებში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა. აი, ეს არის საფუძველი, თუ იმპიჩმენტის მოთხოვნა გინდათ, მაგრამ როდესაც ხართ რუსული ხელისუფლება, ასრულებთ რუსულ დავალებას იმაზე კი არ ტეხავთ პოლიტიკურ სკანდალს, რაც რეალური პრობლემაა, რადგან თვითონ ამბობთ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი 2008 წელს. არა, პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებთ იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს არ დავკარგოთ ჩვენი ისტორიული შანსი და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამიტომ ხართ რუსული ხელისუფლება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო