გიორგი ბოტკოველი - დღეს პირდაპირ აღიარა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერს ჩოხატაურში უკანონოდ ასხვისებდნენ - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

დღეს პირდაპირ აღიარა უმრავლესობის ხელმძღვანელმა, რომ ნოდარ დუმბაძის სკვერს ჩოხატაურში უკანონოდ ასხვისებდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა როგორც ადგილზე, ისე ზოგადად პარტიამ საკმაო ბრძოლა გაწია, ამის შემდეგ კი, უკვე უკან დახევა მოუწია ხელისუფლებას. ერთი რამეა მხოლოდ მნიშვნელოვანი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა ასეთ „ბინძურ ქმედებაზე“, რომელსაც ჩაიფიქრებს „რუსული ოცნება“, აუცილებლად უკან დახევა მოუწევს“.

„დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ დანაშაულის ჩადენამდე აღიარებითი ჩვენება, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ ისინი აპირებდნენ უკანონობის ჩადენას, კერძოდ, სკვერს ჩოხატაურში უკანონოდ ასხვისებდნენ. ამიტომ, ყველაფერთან ერთად კანონის კითხვაც ისწავლეს ბოლო ორ დღეში, მაგრამ ერთი რამე არის მთავარი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველგან შევეწინააღმდეგებით, შევებრძოლებით ყველა იმ პროცესს, რომელიც „რუსული ოცნების“ მხრიდან ასეთი უკანონობით იქნება წამოწყებული. ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ხელისუფლებას, ზოგიერთს ასწრებენ, ზოგიერთს ვერ ასწრებენ, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში საკმაო ბრძოლა გაწია ჩვენმა გუნდმა როგორც ადგილზე, ისე ზოგადად პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამის შემდეგ უკვე უკან დახევა მოუწია ხელისუფლებას. ყველა ასეთ ბინძურ ქმედებაზე, რომელსაც ჩაიფიქრებს „რუსული ოცნება“, აუცილებლად უკან დახევა მოუწევს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს