აკაკი ბობოხიძე - როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში იყო, „დიდ გიგას“ წერდა წერილებს, ხვალ რომ დასჭირდეს, ისევ მიწერს და დაივიწყებს, რაც დღეს თქვა - ეს კაცი უღირსად იქცევა - მიშა, სად არის შენი გმირობა?

როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში იყო, „დიდ გიგას“ წერდა წერილებს. ხვალ რომ დასჭირდეს, ისევ მიწერს და დაივიწყებს იმას, რაც დღეს თქვა საჯაროდ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ გადაცემაში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის წერილმა, სადაც მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ „ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააკაშვილი, როგორც მორალური ღირებულებების მატარებელი ადამიანი, დიდი ხანია დასრულდა.

„ისევ იგივე მიშაა და არც შეიცვლება. იგივე მიშაა, რომელიც ამბობს, რომ „ერთმანეთი დაგიჭამიათ, მაგრამ ვინც ჩემი აღიარების მიღმა გახვალთ, ისინი განულდებით. მხოლოდ ჩემთან ერთად გაქვთ შანსი“. მიშასთვის სულერთია, ვინ არის სწორი და ვინ - არა, მთავარია მის სახელს ადიდებდნენ. მიშა ღირებულებების მიმართ მხარდაჭერას კი არ ითხოვს, თავისი პიროვნების მიმართ მხარდაჭერას ითხოვს.

მიშა და ბოკერია 180 გრადუსით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. გიგა ბოკერია არ იქნება გიგა ბოკერია, რომ გამოაქვეყნოს ის წერილები თუ რა წერილებს წერდა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან და რა შეფასებას უკეთებდა ბოკერიას პიროვნებას. გიგა ბოკერიას ბევრი რამ აქვს გაკეთებული პოლიტპატიმარი მიშას პროცესებისა და პრობლემების დასაძვრელად დასავლეთში“,- განაცხადა ბობოხიძემ.

კითხვაზე, როდის წერდა მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას წერილებს, ბობოხიძე პასუხობს, რომ მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტი ციხეში იყო.

მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ციხეში იყო „დიდ გიგას“ წერდა წერილებს. ხვალ რომ დასჭირდეს, ისევ მიწერს და დაივიწყებს იმას, რაც დღეს თქვა საჯაროდ. მიხეილ სააკაშვილის ჰქონდა ბოკერიას იმედი და მიშა იღებდა ამ დახმარებას, მიუხედავად იმისა წერილს მოწერდა თუ არა გიგას. ბოკერიასთვის მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილის დამოკიდებულებას მის მიმართ. ბოკერია თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

გიგა ბოკერია თვლის, რომ წერილები არ უნდა გასაჯაროვდეს, მაგრამ ეს კაცი [მიხეილ სააკაშვილი] უღირსად იქცევა. მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა თემის აქტუალიზაციას“,- განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის არასწორი მეთოდი აირჩია.

„მე ვიცი მიშას ორი განცხადება: „თუ გამიშვებთ, ქართულ პოლიტიკაში არ დავბრუნდები“. სააკაშვილის ეს განცხადება თავისმა ამომრჩეველმა მიიღო და ამისგან ტრაგედია არ შექმნა. დღეს მიშა ამბობს, რომ მას საქართველოს წინაშე ეროვნული მისია აქვს შესასრულებელი. შეკითხვას ვსვამ: მიშა, თუ შენ ეროვნული მისია გაქვს შესასრულებელი, მაშინ უარს როგორ ამბობდი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობაზე, პირადი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სად არის შენი გმირობა?

არ უნდა მოიქცე უღირსად, მაინც ვერ შეაცოდებ თავს ბიძინა ივანიშვილის და პუტინის ხელისუფლებას. პუტინის ხელისუფლებასთან ბრძოლის ეს მეთოდი არ უნდა აირჩიო, უნდა აირჩიო მერაბ კოსტავას გზა, ღირსეული ბრძოლის გზა“,- განაცხადა ბობოხიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო