პაატა მანჯგალაძე ჩარტერულ რეისზე - არსებობს „კახური კლანი“ და ამაზე თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ - მე ამაში კორუფციის რისკებს ვხედავ

ღარიბაშვილი შემჩნეულია კორუფციაში, არსებობს „კახური კლანი“ და ამაზე თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ თავის დროზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით იმყოფებოდა აშშ-ში და აღნიშნა, რომ ჩარტერით გაფრენა რამდენიმე ათობით ათასი დოლარი ღირს და ახლა მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განმარტება, თუ საიდან ჰქონდა ეს თანხა და ვინ გადაიხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ღარიბაშვილი შემჩნეულია კორუფციაში, არსებობს „კახური კლანი“ და ამაზე თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობდნენ თავის დროზე. ახლა ისე გამოვიდეს, რომ ჩარტერის ფული ღარიბაშვილს მამამ გადაუხადა, აქამდე არ დავიდეს ეს ყველაფერი. მე ამაში ვხედავ კორუფციის რისკებს, მეტსაც ვიტყვი, ის არის კორუმპირებული. საკუთარ მეუღლეს რომ ბორჯომის პარკი გადასცა 49 წლით, ეს არის პირდაპირი მისი კორუფციული მადის დადასტურება”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის სტრატკომმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა.

„კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა