სტეპან გრიგორიანი - ვერ ვხედავ, რომ სომხეთი საგარეო პოლიტიკაში ლავირებს, სომხეთი თანმიმდევრულად მოძრაობს დასავლეთის მიმართულებით, არა მგონია, რომ სომხეთს საგარეო პოლიტიკაში მერყეობისთვის კიდევ ჰქონდეს დრო

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის განახლების მიზეზებსა და მიზნებზე, ასევე იმაზე, უკანასკნელ პერიოდში სომხეთის ხელისუფლების მიერ დასავლეთის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ოფიციალური ერევნის ლავირების პოლიტიკაა თუ სომხეთის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებების ნაწილი, „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, ბოლო დღეებში აზერბაიჯანული ძალები გააქტიურდნენ ლაჩინის კორიდორში. ოფიციალური ერევანი და მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება ავრცელებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი არღვევს მიღებულ შეთანხმებებს.

ლაჩინის კორიდორში აზერბაიჯანის გააქტიურებასთან დაკავშირებით ხედვა ერევნიდან როგორია?

- ლაჩინის კორიდორი აზერბაიჯანული ძალების მიერაა დაკეტილი, ისინი საშუალებას არ აძლევენ სომხეთს მთიან ყარაბაღში შეიტანოს ჰუმანიტარული ტვირთები. აზერბაიჯანის ამგვარ ქმედებას მხარს უჭერს რუსეთი და კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალები. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანი და რუსები ერთად მოქმედებენ.

რატომ ხდება ასე, დიდხანს შეიძლება ფიქრი და ანალიზი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ახლა სომხეთი მარტოა დარჩენილი, რუსეთი აზერბაიჯანს ეხმარება, გასაგებია, რომ აზერბაიჯანს თურქეთიც ეხმარება, ანუ ხორციელდება სომხეთზე დაუფარავი ზეწოლა რომ რიგ საკითხებში ერევნის პოზიციები უფრო დამთმობი იყოს. თუ პირდაპირ ვიტყვით, ერევანმა შეასრულოს ის, რასაც მისგან მოითხოვენ.

ახლა სომხეთი მარტოა დარჩენილი, რუსეთი აზერბაიჯანს ეხმარება, გასაგებია, რომ აზერბაიჯანს თურქეთიც ეხმარება, ანუ ხორციელდება სომხეთზე დაუფარავი ზეწოლა რომ რიგ საკითხებში ერევნის პოზიციები უფრო დამთმობი იყოს. თუ პირდაპირ ვიტყვით, ერევანმა შეასრულოს ის, რასაც მისგან მოითხოვენ

რუსებს უნდათ რომ რუსეთი აკონტროლებდეს მეღრის, ანუ აზერბაიჯანი მას უწოდებს, ზანგეზურის კორიდორს. მეღრის კორიდორი სომხეთს აკავშირებს ირანთან. სომხეთი მზადაა აზერბაიჯანმა გამოიყენოს მეღრის კორიდორი, ნახჭევანთან და თურქეთთან დასაკავშირებლად, მაგრამ მასზე კონტროლი რუსეთს, ან კიდევ ვინმე სხვას ჰქონდეს.

ახლა რაც ხდება, სხვა არაფერია თუ არა აზერბაიჯანის მხრიდან ძალის დემონსტრირება. აზერბაიჯანს უნდა მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა. ამას აზერბაიჯანი პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ ამის შესახებ ყველამ იცის. აზერბაიჯანის პოზიცია ასე გამოიყურება, თუ მთიან ყარაბაღში სომხები არ იქნებიან, მთიანი ყარაბაღის პრობლემაც აღარ იარსებებს.

რუსებს არ უნდათ დაკარგონ გავლენა პროცესებზე და თან შეინარჩუნონ თავისი პოზიციები. ახლა რუსეთი ერთმნიშვნელოვნად აზერბაიჯანის მხარესაა. ამ ისტორიაში რუსეთის მთავარი ინტერესია მეღრის კორიდორზე გავლენის არ დაკარგვა და რეგიონში გავლენის შენარჩუნება.

რუსებს არ უნდათ დაკარგონ გავლენა პროცესებზე და თან შეინარჩუნონ თავისი პოზიციები. ახლა რუსეთი ერთმნიშვნელოვნად აზერბაიჯანის მხარესაა. ამ ისტორიაში რუსეთის მთავარი ინტერესია მეღრის კორიდორზე გავლენის არ დაკარგვა და რეგიონში გავლენის შენარჩუნება

მაგრამ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანული ძალების მთიანი ყარაბაღის ირგვლივ გადაადგილება და მის განლაგება იმაზე მიანიშნებს, რომ არაა გამორიცხული აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღისთვის დიდი ომისთვის ემზადებოდეს.

აზერბაიჯანული ძალების მთიანი ყარაბაღის ირგვლივ გადაადგილება და მის განლაგება იმაზე მიანიშნებს, რომ არაა გამორიცხული აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღისთვის დიდი ომისთვის ემზადებოდეს

- ამ მოვლენების ფონზე რას აკეთებს სომხეთი?

- სომხეთის ხელისუფლებამ მიმართა გაეროს, გაეროს დონეზე გააჟღერა მთიანი ყარაბაღში მცხოვრები სომხების პრობლემა. ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ბლოკადაში ამყოფებს და მთიან ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობა ახლა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

სომხურ პოლიტიკაში ახლა ხდება იმის მცდელობები, რომ ქვეყანამ შეცვალოს თავისი გეოპოლიტიკური ვექტორი. ამის ელემენტები სახეზეა

გარდა ამისა, სომხეთი ცდილობს მოიძიოს ახალი პარტნიორები, რის აუცილებლობაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. ჩემი დაკვირვებით ახლა ერევანი ახალ პარტნიორებს ეძებს.

სომხურ პოლიტიკაში ახლა ხდება იმის მცდელობები, რომ ქვეყანამ შეცვალოს თავისი გეოპოლიტიკური ვექტორი. ამის ელემენტები სახეზეა.

- სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა. უფრო სწორად იმაზე, რომ აზერბაიჯანის სამხედრო გააქტიურებას წინ უძღოდა ნატოს გაფართოების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, რომ ნატომ თავის რიგებში სომხეთი უნდა მიიღოს.

ამ განცხადებაზე პრემიერ ფაშინიანმა თქვა, რომ „სომხეთს თავდაცვის საკითხებში სტრატეგიული შედომა აქვს დაშვებული, რადგან ამ საკითხებში აქამდე მხოლოდ რუსეთზე იყო დამოკიდებული“.

ამ განცხადებამდე სომხეთმა დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოებიდან, ანუ ოდბკ-დან გამოიწვია თავისი წარმომადგენელი. სომხეთის პირველმა ლედიმ, პრემიერ ფაშინიანის მეუღლემ ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა უკრაინაში, სომხეთმა დაიწყო ქვეყნის ე.წ. რომის სტატუტთან მიერთების პროცედურა, რომლის მიღების შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი სომხეთში ვეღარ ჩავა, რადგან სომხეთი ვალდებული იქნება იგი დააკავოს და გადასცეს ჰააგის სასამართლოს.

ყველაფერ ამას ბევრი დამკვირვებელი სომხეთის ლავირებად აფასებს. ამიტომ კითხვას ასე დავსვამ - ეს ყველაფერი სომხეთის ლავირებაა მხოლოდ, თუ სომხეთის საგარეო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები?

- საგარეო პოლიტიკაში სომხეთი ლავირებდა ნახევარი წლის წინ. სომხეთი ლავირებდა და რუსეთს აჩვენებდა, რომ თუ რუსეთი, როგორც სომხეთის მოკავშირე არ დაეხმარებოდა სომხეთს, სომხეთი იძულებული იქნებოდა ახალი მოკავშირეები ეძებნა.

შარშან სექტემბერში სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანმა წამოიწყო დიდი სამხედრო ოპერაცია. ამ მოვლენების ფონზე სომხეთმა, როგორც ოდბკ-ს წევრმა ქვეყანამ ოდბკ-საც მიმართა და რუსეთს, როგორც სტრატეგიულ მოკავშირეს დახმარებისთვის. სომხეთს არც ოდბკ დახმარებია და არც რუსეთი. მეტიც, ადეკვატური პასუხიც არ მიუღია. ადეკვატური პასუხის ნაცვლად სომხეთმა დაცინვა მიიღო. ვგულისხმობ იმას, რომ სომხეთის დაცვის ნაცვლად ოდბკ-მ გამოაგზავნა დამკვირვებლები.

სწორედ მაშინ მოიწვია სომხეთმა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია, დაახლოებით ისეთი, ახლა საქართველოში რომ დგას 2008 წლის შემდეგ. სომხეთმა დაიწყო ალტერნატივის ძებნა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინ სომხეთი ამ ტიპის ნაბიჯებს არათანმიმდევრულად დგამდა. სომხეთი იმედოვნებდა, რომ რუსეთის პოზიცია სომხეთის მიმართ შეიცვლებოდა.

საბედნიეროდ, რუსეთს თავის მოქმედებაში არაფერი არ შეუცვლია. საბედნიეროდ, იმიტომ რომ არავის ვურჩევდი საქმე ჰქონდეს რუსეთთან. იმ პერიოდიდან მოყოლებული გზა და გზა გადასაწყვეტი იყო პატარა თუ დიდი საკითხები, მათ გადაწყვეტაში მონაწილეობა რუსეთს უნდა მიეღო. მხედველობაში მაქვს ექსცესები საზღვარზე, სროლები ალაგ ალაგ და ასე შემდეგ. არც ერთ შემთხვევაში რუსეთს არ შეუსრულებია სომხეთის წინაშე აღებული ვალდებულებები როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და არ დახმარებია სომხეთს.

თქვენ სწორად დასვით კარგი კითხვა ლავირებასთან დაკავშირებით. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ახლა მე ვერ ვხედავ რომ სომხეთი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლავირებს. ახლა სომხეთი თანამიმდევრულად მოძრაობს დასავლეთის მიმართულებით. არა მგონია რომ ახლა სომხეთს საგარეო პოლიტიკაში მერყეობისთვის კიდევ ჰქონდეს დრო.

საქმე ისაა, რომ ახლა მე ვერ ვხედავ რომ სომხეთი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლავირებს. ახლა სომხეთი თანამიმდევრულად მოძრაობს დასავლეთის მიმართულებით. არა მგონია რომ ახლა სომხეთს საგარეო პოლიტიკაში მერყეობისთვის კიდევ ჰქონდეს დრო

ასეა, რადგან, ქვეყანა, რომელიც რომის სტატუტს უერთდება, პირველი ლედი მონაწილეობას იღებს კიევში პირველი ლედების მონაწილეობით გამართულ ჰუმანიტარულ ღონისძიებაში, ეს უკვე აღარაა ლავირების პოლიტიკა.

ეს ხდება იმის ფონზე, როცა რუსეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებში უმძიმესი ვითარებაა. დიპლომატიური განცხადებებმა ისეთი ფორმა მიიღო, რომლის ფარგლებში ერევანი მოსკოვს მუდმივად ეუბნება, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს, ასეთ დიპლომატიურ განცხადებებს მოსკოვი, როგორც რუსულ დიპლომატიას სჩვევია, უტიფრად და უდიერად პასუხობს.

მარია ზახაროვა იქამდეც კი მივიდა, რომ თქვა - ფაშინიანი იმ მოცეკვავეს ემსგავსება, რომელსაც ცეკვაში კვერცხები უშლის. ამის მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება არა მარტო ფაშინიანის მიმართ, არამედ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მისამართით.

ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს. სწორედ ამის გამოძახიალი ის, რომ რუსეთის დიპლომატიური ხაზებით შეურაცხყოფას აყენებს ქვეყნის პირველ პირებს.

რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ რუსეთის დიპლომატიური ხაზებით შეურაცხყოფას აყენებს ქვეყნის პირველ პირებს

- ბოლო 30 წელი მოსკოვი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სომხეთი რუსეთზე მაქსიმალურად ყოფილიყო დამოკიდებული ეკონომიკურად და პოლიტიკურად. შედეგად მოსკოვს ერევანზე ზეწოლისა და ზემოქმედების ბევრი საშუალება და ბერკეტები აქვს.

თუ სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებია მომხდარი, როგორ რეაგირებს სომხეთის საზოგადოება სომხეთის საგარეო პოლიტიკაში მომხდარ ცვლილებებზე დასავლეთის სასარგებლოდ? მხარს უჭერს ფაშინიანს თუ პირიქით, წინააღმდეგობას უწევს?

- ჩემი დაკვირვებით, უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას დასავლეთის სასარგებლოდ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს. მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა შორის ბალანსი ასეთია - 70% მხარს უჭერს, 30% წინააღმდეგია.

ამის კრიტერიუმები ბევრია. ამას წინათ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევაც ამაზე მეტყველებს. ჩემთვის ეს მონაცემები სარწმუნოა, რადგან მეც ამ სოციუმში ვცხოვრობ და ყოველ ნაბიჯზე ვაწყდები საზოგადოებაში არსებულ განწყობებს.

სომხეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას დასავლეთის სასარგებლოდ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს. მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა შორის ბალანსი ასეთია - 70% მხარს უჭირს, 30% წინააღმდეგია

საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყარაბაღის საკითხში წარუმატებლობას ფაშინიანის ხელისუფლებას არ უკავშირებს. ყველას კარგად ესმის, რომ სომხეთის მთელი ენერგეტიკა, ენერგეტიკასთან დაკავშირებული ქსელები, მათ შორის გაზის გამანაწილებლები, რკინიგზა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და კიდევ ბევრი რამ რუსეთის კომპანიებს წინა ხელისუფლებამ გადასცა

ამის ინდიკატორი ისიცაა, თუ რამდენი ეცნობა ინტერესთ მკაფიოდ პროდასავლელი ექსპერტების მოსაზრებებს და რამდენი პრორუს ექსპერტების. ამ თვალსაზრისით, დაკვირვება კიდევ უფრო შთამბეჭდავია. მეტსაც გეტყვით, საზოგადოებრივი განწყობა სომხეთში მნიშვნელოვნად იცვლება პროდასავლელების სასარგებლოდ.

- და ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანის ხელისუფლებამ აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, უარი თქვა მთიან ყარაბაღზე და ასევე წავიდა გარკვეულ დათმობებზე აზერბაიჯანთან?

- დიახ, მიუხედავად ამისა, სწორედ ასეა. კარგი კითხვაა, მაგრამ მე შევეცდები ავხსნა ასე რატომაა. იყო მოლოდინი, რომ ყარაბაღზე უარის თქმის გამო საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება იქნებოდა. სხვათა შორის, ამ თემაზე უკმაყოფილება არის კიდეც გარკვეულ ნაწილში, მაგრამ, ხალხი ხვდება იმასაც, რომ ყარაბაღის თემას რაც უკავშირდება წინა ხელისუფლებების „დამსახურებაა“, რომელმაც რუსეთს სომხეთში ყველაფერი მისცა, თან ისე, რომ სწორედ რუსეთია სომხეთში მონოპოლიურად ლამის ყველაფრის მფლობელი.

საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყარაბაღის საკითხში წარუმატებლობას ფაშინიანის ხელისუფლებას არ უკავშირებს. ყველას კარგად ესმის, რომ სომხეთის მთელი ენერგეტიკა, ენერგეტიკასთან დაკავშირებული ქსელები, მათ შორის გაზის გამანაწილებლები, რკინიგზა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და კიდევ ბევრი რამ რუსეთის კომპანიებს წინა ხელისუფლებამ გადასცა.

ახლა ყველამ კარგად იცის თუ რატომ არ იმუშავა სომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა როცა აზერბაიჯანმა სომხეთის დაბომვბა დაიწყო. რატომ და იმიტომ რომ ეს სისტემები რუსების ხელში იყო, მათ კი სომხეთის დასაცავად არაფერი არ გააკეთეს.

წინა ხელისუფლების არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ ჩააგდო სომხეთი იმ დღეში, რომელშიც დღეს სომხეთია. ამიტომ, როცა პროდასავლურ და პრორუსულ განწყობებში რომ თანაფარდობა 70-30%, პროდასავლელების სასარგებლოდ, გარწმუნებთ, ეს კიდევ კარგი მაჩვენებელია პრორუსული განწყობების მქონეთათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანს ბევრი აკრიტიკებს, სწორედ ამიტომაა, რომ მას არ უჭირს ძალაუფლების შენარჩუნება და ოპონენტებთან საჯარო სივრცეში კამათი და პოლემიკა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა