ნიკოლოზ სამხარაძე - არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს - როცა ამბობდა, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა

არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს - როცა ამბობდა, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა, - ასე ეხმაურება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე.

სამხარაძის თქმით, არ ჰგონია, რომ რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი კონსტიტუციის დარღვევით საქმიანობდეს.

„პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მოქმედებდეს, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია. სახეზე გვაქვს კონსტიტუციის ძალიან უხეში დარღვევა. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ფაქტზე უნდა იმსჯელოს და უნდა დაადგინოს. იქნებ, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ვანდობთ განხილვას, ირღვევა თუ არა კონსტიტუცია", - განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მიმართა. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად საკუთარ ფინანსურ რესურს იყენებს, რაც „სახელმწიფოსთვის არ არის სწორი“.

მისი თქმით, მას პატივისცემით ხვდებიან, რადგან ის წარმოადგენს ხალხს, რომელმაც აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა.

„ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ კონსტიტუციას, რამეთუ ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის. ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული... მე ეს მიმაჩნია, როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება