შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის ფიცი იწყება იმით, რომ უნდა იყოს კონსტიტუციის ერთგული, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასე აშკარად და უხეშად არღვევს კონსტიტუციას

ქართველი ხალხის აშკარა უპატივცემულობაა. იმის თქმა, რომ არაფრად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წესები და საკუთარი წესებით მოქმედებს, ეს არის სწორედ არაევროპული. თუ რაიმე არის შორს ევროპისგან , ეს არის ის საქციელი და ქმედებები, რასაც პრეზიდენტისგან ვხედავთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი, რომლის ფიცი იწყება სწორედ იმით, რომ კონსტიტუციის ერთგული უნდა იყოს, აშკარად და უხეშად არღვევს კონსტიტუციას.

„ეს არის მანიპულაცია, რომელიც არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს. მისი ფიცი იწყება იმით, რომ ის იღებს ვალდებულებას დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია. როდესაც ასეთი მანიპულაციაა, რომ თითქოს, 78-ე მუხლი იმაზე საუბრობს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა აკეთოს, ეს რა თქმა უნდა, არ არის ასე არც სიტყვა-სიტყვით და არც არანაირი მნიშვნელობით.

პრეზიდენტი, რომლის ფიცი იწყება სწორედ იმით, რომ კონსტიტუციის ერთგული უნდა იყოს, აშკარად და უხეშად არღვევს კონსტიტუციას. ჩვენ, წარსულში პრეზიდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოცდილება გვქონდა. ერთი პრეზიდენტი სასჯელს იხდის, იმიტომ რომ სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინა. არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას, თან ამას თავადვე ამბობდა. კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი პატივს არ სცემს ქვეყნის ძირითად კანონს და ქართველ ხალს, რომელმაც ეს წესი შეიმუშავა.

ქართველი ხალხის აშკარა უპატივცემულობაა. იმის თქმა, რომ არაფრად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წესები და საკუთარი წესებით მოქმედებს, ეს არის სწორედ არაევროპული. თუ რაიმე არის შორს ევროპისგან , ეს არის ის საქციელი და ქმედებები, რასაც პრეზიდენტისგან ვხედავთ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ რამეა რუსული, არის ის, რომ ადამიანი მიყვება არა წესებზე დამყარებულ ურთიერთობებს, არამედ საკუთარ წესებს.

„თუკი რაიმეა რუსული, ესაა წინააღმდეგობა წესრიგზე დაფუძნებული ურთიერთობების მიმართ. ეს არის რუსული, როდესაც ადამიანი მიყვება არა წესებზე დამყარებულ ურთიერთობებს, არამედ საკუთარ წესებს. მას უნდა, რომ საკუთარი წესები დააწესოს, რაც მას სწორად მიაჩნია“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, განმარტა, რომ რომ ჯოზეფ ბორელთან იმპიჩმენტზე საუბრისას აღნიშნა, თუ რამდენად „არ შეუწყობს ხელს ეს პოლარიზაციის შემცირებას“.

მან იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცედურებზეც ისაუბრა, მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილ წარდგინებაზე მისი ხელმოწერაც არის.

„რა თქმა უნდა, ჩემი ხელმოწერაც არის ამ წარდგინებაზე. 50 მინიმუმია, რაც საჭიროა, სხვა მხრივ მთლიანი უმრავლესობა აწერს ხელს, მათ შორის მეც“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, პრეზიდენტმა, მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და მის „გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს“. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციის დროს დადო ფიცი, რომ დაიცავდა საქართველოს კონსტიტუციას და ბოლომდე ამ ფიცის ერთგული იქნება. ზურაბიშვილის თქმით, ევროპაში ვიზიტების დროს მან ისარგებლა საკუთარი კონტაქტებით და ნდობით, რომელიც მის მიმართ აქვთ ევროპაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ