დავით უსუფაშვილი - ჯოზეფ ბორელის გზავნილების ნაწილი ხელისუფლებამ, მგონი, გაიგო, ნაწილზე იქეთ აუხსნეს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რათა ის საქართველოს ღირსი გახდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გზავნილების ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მგონი გაიგეს, ნაწილზე იქეთ აუხსნეს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რათა ის საქართველოს ღირსი გახდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს“ ხელმძღვანელმა დავით უსუფაშვილმა, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

უსუფაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში ძალიან მკაფიო გზავნილი ჩამოიტანეს, თუ რას ელიან ისინი ჩვენგან. მისივე განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლების ჭკუის სწავლებაზე თქვეს, რომ ცივილიზებული წესია, რომ თუ კლუბში შესვლა სურთ, კლუბის კრიტერიუმებს უნდა დაემორჩილონ და როცა შევლენ, მერე ერთად ისაუბრონ იმ სხვანაირ ევროკავშირზე, რომელიც ქართული სტანდარტებით იქნება მოწყობილი“.

„ბატონმა ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევროპის კარი ღიაა, აქ საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად ჩამოვიდა, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილია ბოლომდე შესრულებული, დანარჩენზე სერიოზული მუშაობაა საჭირო, დრო საკმარისია, ევროპა მზად არის დაგვეხმაროს, მაგრამ საკითხები აქ არის გადასაწყვეტი. ამ გზავნილს კარგი გამგონე სჭირდება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ისინი საქართველოს პროგრესს ვერ ხედავენ, სხვები არასწორად მიიღეს, ჩვენ - არა და ასე შემდეგ... კარგი ამბავი ისააა, რომ ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ევროპა უნდა დაგვეხმაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, რათა ქვეყანა წავიდეს წინ.

პირადად მე შეხვედრაზე ვთქვი, რომ დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა გაიმეოროს შეცდომა, რაც 2008 წელს, ბუქარესტში ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, როდესაც მაპ-ი არ მოგვცეს. მაშინაც ნატოს წევრ ქვეყნებს ჰქონდათ დასაბუთება მაშინდელი ხელისუფლების დემოკრატიულობის პრობლემების თაობაზე, მაგრამ მაშინ მაპ-ის არმოცემამ გამოიწვია არა მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, არამედ დღევანდელი უკრაინის ომიც ამის შედეგია.

ამიტომ საქართველოს მთავრობა, რომელიც ვერ არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს, ეს დაბრკოლება არ უნდა გახდეს. ევროპისკენ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, საქართველო ევროპის უსაფრთხოების ქოლგას შევაფაროთ და იმ კეთილდღეობასა და თავისუფლებას ვაზიაროთ, რაც ევროპაშია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, უსუფაშვილის ინფორმაციით, მან სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე შეიტყო იმის თაობაზე, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წარმომადგენლებს 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გადასცა, რომელიც ოლიგარქიული სისტემების მოსასპობად სისტემურ მიდგომებს ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნაბიჯებია გადასადგმელი საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებით.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა