ჯოზეფ ბორელი - თქვენი შიდაპოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაცია არის ის საკითხი, რაც მხოლოდ ქართველებს შეუძლია გადაწყვიტონ - ამ მიმართულებით ჩვენ გავლენა ვერ გვექნება, ვერ ჩავერთვებით

თქვენი შიდაპოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაცია არის ის საკითხი, რაც მხოლოდ ქართველებს შეუძლია გადაწყვიტონ. ამ მიმართულებით ჩვენ გავლენა ვერ გვექნება, ჩვენ ვერ ჩავერთვებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბორელის განმარტებით, დემოკრატია ზოგადად გულისხმობას განსხვავებულ მიდგომებს, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ეს ხელს უშლის ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესრულებას.

„თქვენი შიდაპოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაცია არის ის საკითხი, რაც მხოლოდ ქართველებს შეუძლია გადაწყვიტონ. ამ მიმართულებით ჩვენ გავლენა ვერ გვექნება, ჩვენ ვერ ჩავერთვებით. პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაცია თქვენი პრეროგატივაა. ამ საკითხზე საუბარში შესვლაც იქნებოდა ჩარევა შიდა ცხოვრებაში, ამის გაკეთება არ მინდა. თქვენ უნდა მოახერხოთ გაერთიანება. მე პირადად ვიცი, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულ გადაწყვეტებს, ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, მთავრობა არ ეთანხმება ოპოზიციას, ეს ყველა ქვეყანაში ასეა, ყველა დემოკრატიული პროცესი ასე ხასიათდება, მაგრამ, როდესაც კრიტიკა გადადის სხვა მიმართულებით, როდესაც არ არსებობს თანამშრომლობა, როდესაც არ არსებობს ინკლუზიურობა, როდესაც პოლიტიკური დებატების ხარისხი არ შეაძლებინებს მხარეებს თანამშრომლობას და ეროვნული ძალისხმევად და სულისკვეთებად არ აისახება, მაშინ ეს აზიანებს პროცესს. და ჩემი მოწოდება ყველასადმი არის, რომ გამოიყენეთ ეს შანსი, რომ იყოს ეროვნული ძალისხმევა, უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმცირესობა უნდა იყოს თანამშრომლობითი და ჩემი ბერკეტი ამ შემთხვევაში მინიმალურია, პოლიტიკურ ძალებს აქვთ აქ სათქმელი“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება