თამარ კორძაია - როგორც ინფორმაცია მომაწოდეს, ბორელთან დახურული შეხვედრა კიდევ უფრო მძიმე იყო

როგორც ინფორმაცია მომაწოდეს, დახურული შეხვედრა კიდევ უფრო მძიმე იყო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

თამარ კორძაიას მტკიცებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ ბრიფინგზე უხერხული და დანაშაულებრივი განცხადებები გააკეთა.

„როდესაც შეკითხვა დასვეს იმასთან დაკავშირებით, ევროპა გვითრევს თუ არა კონფლიქტში, ბორელმა თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური ხმაური. ძალიან დიპლომატიური და მკაცრი ტექსტით გვიპასუხა. კიდევ თქვა, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელება სნეულება არისო. ადამიანებს აავადებენ ყალბი ინფორმაციით. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომ მან პირდაპირ გვითხრა, ხელისუფლება ამას აკეთებს და პასუხად რა გასცა პრემიერმა ღარიბაშვილმა? მან ვითომ ვერ გაიგო რა უთხრეს და თქვა, რომ დეზინფორმაციულ კამპანიას ოპოზიცია რომ აკეთებს ამიტომ მიიღო ევროპარლამენტმა ის რეზოლუცია, რაც მიიღოო. ძალიან უხერხული იყო ასეთი ტიპის საუბარი. უხერხული კი არა, დანაშაულებრივი იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის პრემიერმა რაზე ლაპარაკობს ბორელი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიას თქმით, „ქართული ოცნება“ აპელირებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ საქართველო უფრო წინაა, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, თუმცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დამატებით თავისი 12 პუნქტი აქვს შესასრულებელი.

„როდესაც „ქართული ოცნება“ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ბევრად წინ ვართ, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, საუბრობენ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები 12 პუნქტის. გვეუბნებიან, რომ 12 პუნქტიდან მარტო 3 გვაქვს შესრულებული, არ შეასრულებთ ამ 9 პუნქტს, ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა