გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი - ქმედებებს აქვს შედეგი და არა მხოლოდ ფრენებს

იმპიჩმენტს აქვს ორი მიზანი: საგარეო ასპარეზზე დააზიანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და საშინაოკუთხით - გადაფაროს არსებული პრობლემები შოვიდან დაწყებული, გურიით გაგრძელებული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტით მმართველმა ძალამ თავი დაიმცირა.

"იმპიჩმენტი, რომ ფარსი და არაფრის მომტანია ამას თავად აღიარებს "ქართული ოცნება". 100 ხმა არ აქვთ და რატომ წამოიწყეს, რატომ დაიმცირეს ასე თავი?! როდესაც იმპიჩმენტის პროცესს იწყებ მმართველი ძალა და ხმები არ გაქვს, შენ ხომ თავს იმცირებ, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლები დამცირებაა ეს მათთვის, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ვიდრე შოვის ტრაგედიაზე და ჩარტერებზე საუბარი. 100 ხმა არ არის, ამიტომ დავასრულოთ ეს საკითხი ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ ჩვენმა პარტნიორებმა სამწუხაროდ, გაიგეს, რომ "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი არ სურს - ეს არის გზავნილი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან ასევე მოუწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"მიმართვები კარგია, ყველაფერი კარგია, მაგრამ მოვუწოდებ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ის მძლავრი ნაბიჯი, რომელიც მას შეუძლია გადადგას, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს ნამდვილად ჩავთვლით, რომ ის თავისუფალია ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან, თუ ის ამას არ გააკეთებს - ჩემთვის ის მაინც არის ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი, რომლისთვისაც ყველა ცუდია, ყველა ხიხიაა ივანიშვილის გარდა.

სადაც ჩავიდა, მათ შორის, მაკრონს, რომ შეხვდა ზუსტად ვიცი, რომ მათ შორის საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სხვა რიგ საკითხებთან ერთად, ამიტომ მხოლოდ საუბარს, მხოლოდ ფრენებს შედეგი ვერ ექნება. ქმედებებს აქვს შედეგი და არა მხოლოდ ფრენებს", - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი