ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდული კონგრესის მონაწილეებთან საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ახალგაზრდული კონგრესი-2023“ 10 სექტემბერს ბათუმში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მისმა მოადგილე ტიტე აროშიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე კახა აბულაძემ მიმართეს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის განვითარების და მისი დემოკრატიულობის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი არჩევნებია. თავის მხრივ კი სწორედ არჩევნები აძლევს შესაძლებლობას მოქალაქეებს ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში.

„რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული საარჩევნო პროცესებში, როგორც ამომრჩეველი, პოლიტიკური აქტორი, საზოგადო აქტივისტი და რაც მთავარია საარჩევნო ადმინისტრატორი, მით უფრო მაღალია ქვეყნის წარმატებული და დემოკრატიული განვითარების შანსი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანია, ხელი შევუწყოთ დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას, ახალგაზრდების განვითარებასა და მათი პოტენციალის რეალიზებას. ცესკო ახალგაზრდებს არაერთ სასწავლო/საგანმანათლებლო/საინფორმაციო პროგრამას სთავაზობს, რაც ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონეზე მათ აქტიურ ჩართულობას არჩევნების მოდერნიზების ისტორიულ პროცესში“, - განაცხადა გამოსვლისას კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და არჩევნების მოდერნიზების თემაზე დეტალურად ისაუბრა პანელურ შეხვედრაზე - „მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა“ და მონაწილეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

„ახალგაზრდული კონგრესი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. კონგრესს 400-მდე ახალგაზრდა, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებებისა და საკანონმდებლო ორგანოების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს