გიორგი კაჭარავა -  სომხეთ - აზერბაიჯანის დაპირისპირება - ომი თუ მშვიდობა?

აზერბაიჯან-სომხეთის მორიგი დაპირისპირების მიზეზებსა და მიზნებზე, ამ კონფლიქტში დიდი მოთამაშეების ინტერესებზე და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე “ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რამდენიმე დღეა დაიძაბა ვითარება როგორც სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე, ისე სომხეთსა და მთიან ყარაბაღის დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორში, რომელიც აზერბაიჯანმა ჩაკეტა და როგორც სომხური მხარე აცხადებს, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში არ ატარებს ჰუმანიტარულ ტვირთს. ვითარების გამწვავება დაემთხვა მთიან ყარაბაღში „საპრეზიდენტო არჩევნებს.“

ამის პარალელურად უკიდურესად გამწვავებულია ვითარებაა სომხეთის სამხრეთში. სომხეთსა და ირანს შორის დამაკავშირებელ მეღრის კორიდორზე, რომელსაც აზერბაიჯანი ზანგეზური კორიდორს უწოდებს და რომელზეც სრული კონტროლი რუსეთს დიდი ხანია სურს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა და შეშფოთება გამოთქვა შექმნილი ვითარების გამო. მეტიც მან ასევე თქვა, რომ „ასე გაგრძელდა“ ირანი ვერ დაელოდება იმას, რომ სომხეთსა და ირანს შორის კორიდორზე კონტროლი მესამე ქვეყნის ხელში გადავა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხიც მყისიერი აღმოჩნდა - „აუცილებლობის შემთხვევაში აზერბაიჯანი "ზანგეზურის დერეფანს" სომხეთის გარეშეც გახსნის.“.

ფაქტია, რომ კონფლიქტის მხარეებს, ასევე ირანსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ესკალაცია სახეზეა და თუ ასე განვითარდა მოვლენები, ცხადია, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირე თურქეთი მოვლენებს შორიდან არ დააკვირდება.

როგორ ვხედავთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი კონფლიქტის წინაპირობა უკვე არსებობს. ვითარებაში, როცა სომხეთმა თქვა, რომ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი ესკალაციის ყველაზე რეალური მიზეზი?

- ორივე მხარეს აქვს თავისი მიზეზები უკმაყოფილო იყვნენ არსებული სიტუაციით. აღნიშნული უპირველეს ყოვლისა განპირობებულია განსხვავებული შეხედულებებით, იმაზე თუ როგორ დამთავრდა ყარაბაღის მეორე ომი.

ერთის მხრივ ორივე მხარე თანხმდება სამშვიდობო ხელშეკრულების დადების აუცილებლობაზე. ამავდროულად განსხვავებული პოზიციები დერეფნებზე, მათ სტატუსზე, სასაზღვრო ზოლის განლაგებაზე და ვის რა, და რისი უფლებები აქვს, აჩენს საპირისპირო მოსაზრებებს დარეგულირების პროცესის მსვლელობაზე.

მოგეხსენებათ რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ჩაებნენ აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებათა პროცესში, თითქოს პრობლემების მოგვარების ფორმულის კონტურებიც გამოჩნდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის ცალკე ფლანგზე თამაშმა გამოიწვია დასავლური ძალისხმევის შენელება და შეიძლება ითქვას ტორპედირებაც კი.

რა თქმა უნდა, ამას დაემატა აზერბაიჯანის მხრიდან ლაჩინის გზაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბაჟო პუნქტის მოწყობა თავისი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის და საზღვრების გაკონტროლების მიზნით. აღნიშნულმა, რა თქმა უნდა, შეაფერხა სომხეთსა და ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობას შორის მიმოსვლა, რამაც ერთგვარი კრიზისი შექმნა ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

აქვე აღსანიშნავია სომხეთის ძალზედ ხისტი პოზიციები მეღრი-ზანგეზურის დერეფნის არ გახსნასთან დაკავშირებით, ზოგადად ნახიჩევანისა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის კონტექსტში.

ასეთმა ვითარებამ შექმნა არსებული დაძაბულობა, რომელსაც შემდგომი ესკალაციის მზარდი პოტენციალი გააჩნია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხარეების მიერ დათმობებზე არ წასვლის სურვილმა, მრავალი გარე ფაქტორების არსებობის ფონზე, შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით განპირობებული პოზიციების გამო, განსაკუთრებით სომხეთში, ვითარება სწრაფად გაუარესდა და დაძაბულობა დღითიდღე მატულობს.

ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად ჩაებნენ აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებათა პროცესში, თითქოს პრობლემების მოგვარების ფორმულის კონტურებიც გამოჩნდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციის ცალკე ფლანგზე თამაშმა გამოიწვია დასავლური ძალისხმევის შენელება და შეიძლება ითქვას ტორპედირებაც კი

- მას შემდეგ, რაც სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გააქტიურებულია. არა ერთი შეხვედრა გაიმართა ევროპაში მხარეთა საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო აშშ. სწორედ აშშ-ში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პატრონაჟით გაიმართა ვაშინგტონში საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრებიც.

ვიცით, რომ დიპლომატიური აქტივობების გააქტიურებამდე მხარეთა სურვილები ერთმანეთს არა თუ არ ემთხვეოდა, დიამეტრულად განსხვავდებოდა. რა უნდა ვიფიქროთ, - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაციის მორიგი ესკალაცია ანგარიშგასაწევი ძლიერი მოთამაშეების წარუმატებელი დიპლომატის შედეგია, თუ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სხვა ასევე ძლიერი მოთამაშეების შედეგი?

- უკვე აღვნიშნე, რომ შექმნილ სიტუაციაში გარე მოთამაშეების არსებობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც გააჩნია მძლავრი მოკავშირეები. ასე მაგალითად, სომხეთის მოკავშირეები არიან საფრანგეთი, ნაწილობრივ აშშ, ირანი და ინდოეთი. პოლიტიკურ ასპარეზზე ყველაზე მეტად გამოირჩევა საფრანგეთი, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოში არა ერთხელ შეეცადა ქმედითი დახმარება გაეწია სომხეთისთვის.

მხარეების მიერ დათმობებზე არ წასვლის სურვილმა, მრავალი გარე ფაქტორების არსებობის ფონზე, შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით განპირობებული პოზიციების გამო, განსაკუთრებით სომხეთში, ვითარება სწრაფად გაუარესდა და დაძაბულობა დღითიდღე მატულობს

ინდოეთი ამ ბოლო დროს გვევლინება როგორც სომხეთისთვის შეიარაღების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი. ირანი, როგორც მეზობელი ქვეყანა, თავისი განცხადებებითა და გარკვეული ღია ნაბიჯებით გამოხატავს თავის ინტერესს განსაკუთრებით ზანგეზურ-მეღრის დერეფნის ამუშავებასთან დაკავშირებით.

აშშ-ს მხარდამჭერი პოზიცია ძირითადად განპირობებულია სომხეთის დიასპორის მძლავრი ლობისტური მუშაობით და გავლენით, რომლითაც ის გამოირჩევა ვაშინგტონის მმართველ წრეებში.

აზერბაიჯანი თავის მხრივ სარგებლობს უპირობო სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით თურქეთის მხრისაგან, ისევე როგორც გააჩნია სამოკავშირეო ურთიერთობები პაკისტანსა და ისრაელთან. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან და აშშ-თან აზერბაიჯანს გააჩნია პრაგმატული და დარგობრივი ურთიერთობები, რომელიც აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი პარტნიორის სტატუსს ანიჭებს.

შექმნილ სიტუაციაში გარე მოთამაშეების არსებობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც გააჩნია მძლავრი მოკავშირეები

განსაკუთრებულია და ცალკე აღსანიშნი რუსეთის როლი და ინტერესები სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში. ერთი მხრივ ის თავიდანვე არის ამ კონფლიქტის მოგვარების მექანიზმის უმთავრესი რგოლი. მეორე მხრივ, სხვა გარე მოთამაშეებისგან განსხვავებით ეს არის ერთადერთი ვისაც რეალური და ქმედითი გავლენა აქვს ადგილზე რეგიონში, და ამ გავლენის მკვეთრად გაზრდა შეუძლია.

ეს, რა თქმა უნდა, ეხება უპირველეს ყოვლისა სამხედრო გავლენას. მაგრამ, გარდა ამისა რუსეთს აქვს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ინსტიტუციონალიზირებული ურთიერთობები თითქმის ყველა სფეროში.

ასე მაგალითად სომხეთი არის არსებული ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელსაც რუსეთი უძღვება. აზერბაიჯანმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გააფორმა რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები. თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ აზერბაიჯანს ყოველივე ეს დაბალანსებული აქვს აგრეთვე სტრატეგიულად ინსტიტუციონალიზირებულ ურთიერთობებით თურქეთის რესპუბლიკასთან, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში.

ამის გამო, აზერბაიჯანის რუსეთთან ე. წ. სტრატეგიული ავტონომიის ხარისხი განუზომლად აღემატება სომხეთისას. მეტიც, შეიძლება ითქვას რომ სომხეთი დღეს დიდწილად არის რუსეთის სატელიტი სახელმწიფო, თუმცა ამის გადათარგმნა პრაქტიკულ განზომილებაში ბოლო წლები ვერ, ან არ ხდება.

აზერბაიჯანი თავის მხრივ სარგებლობს უპირობო სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით თურქეთის მხრისაგან, ისევე როგორც გააჩნია სამოკავშირეო ურთიერთობები პაკისტანსა და ისრაელთან. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან და აშშ-თან აზერბაიჯანს გააჩნია პრაგმატული და დარგობრივი ურთიერთობები, რომელიც აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი პარტნიორის სტატუსს ანიჭებს

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო უამრავი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური პრობლემა აქვს. კრემლის რუსი პროპაგანდისტები სიხარულს ვერ ფარავენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების მორიგი ესკალაციის გამო.

მათი მტკიცებით, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „დიდი ცეცხლი აბრიალდა“, რუსეთი კონფლიქტში აუცილებლად ჩაერთვება და ამჯერად თბილისში არ გაჩერდება. - „ცეცხლმოკიდებულ სამხრეთ კავკასიაში“ რუსეთი ირანისკენ მიმავალ გზას გაიკაფავს. ეს კი სულ სხვა დონის საბრძოლო მოქმედებები იქნება.

გასაგებია, რომ ამგვარი მტკიცებები კრემლის პროპაგანდის ფანტაზიები შეიძლება იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი ფანტაზიები ხშირად აღმოჩენილა კრემლის სტრატეგებისთვის სამოქმედო გეგმა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ის, რაც ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხდება, რუსეთის მონაწილეობის გარეშე არ ხდება, მითუმეტეს, რომ მოსკოვის მოკავშირე ამჯერად აზერბაიჯანი შეიძლება იყოს, როგორც ამას ერევანი ამტკიცებს?

- ვერ გეტყვით და ვერ შევაფასებ ფანტაზიებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ერთი სცენარის გამორიცხვა არ შეიძლება. სხვა საკითხია, რამდენად რეალისტური ან რეალიზებადია ხსენებული სცენარები.

რაც შეეხება რუსეთის მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში. ამაზე მსჯელობისას დავაკვირდეთ ფაქტებს და ირიბი მინიშნებების წყებას, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ არსებული სიტუაცია.

მოდით დავიწყოთ იქედან რომ რუსეთის მონაწილეობა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში და მის მოგვარებაში არავისთვის არაა გასაკვირი. ისიც ცხადია რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების დარეგულირებაში მონაწილეობის მიღება რუსეთისთვის უტოლდება გავლენის შენარჩუნების ერთ-ერთ მძლავრ საშუალებას.

ამიტომ, სავარაუდოა, რომ ყველა ან თითქმის ყველა პროცესებში რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს, რუსეთი იღებს აქტიურ მონაწილეობას და მეტიც ქმედით გავლენას ახდენს მის მიმდინარეობაზე.

აზერბაიჯანის რუსეთთან ე. წ. სტრატეგიული ავტონომიის ხარისხი განუზომლად აღემატება სომხეთისას. მეტიც, შეიძლება ითქვას რომ სომხეთი დღეს დიდწილად არის რუსეთის სატელიტი სახელმწიფო, თუმცა ამის გადათარგმნა პრაქტიკულ განზომილებაში ბოლო წლები ვერ, ან არ ხდება

ახლა მოდით მოვლენების ზოგად განვითარებას დავაკვირდეთ. დასავლეთი აქტიურად ერთვება სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებისა და მოლაპარაკებების პროცესში. ჩატარდა ორი რაუნდი ამერიკის შუამავლობით, სადაც ექსპერტების თვალსაზრისით მხარეები მიუახლოვდნენ დოკუმენტის პარამეტრების შეჯერებას.

ამის მერე საქმეში ერთვება რუსეთი, რომელიც თავის პირობებს სთავაზობს მხარეებს. ობიექტური შეფასებებით, რუსეთს ნამდვილად გააჩნია ქმედითი ბერკეტები და რესურსიც, მხარეების მეტ-ნაკლებად დასაკმაყოფილებლად.

დიდი ალბათობით, რუსეთს არ აწყობს დასავლეთის მეშვეობით მოლაპარაკებების ჩარჩოებში მიღწეული პროგრესი, რადგან ასეთ პირობებში, რუსეთის როლი სავარაუდოდ კნინდება.

სავარაუდოა, რომ ყველა ან თითქმის ყველა პროცესებში რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარეობს, რუსეთი იღებს აქტიურ მონაწილეობას და მეტიც ქმედით გავლენას ახდენს მის მიმდინარეობაზე

ასეთ ფონზე ვითარებით უკმაყოფილო ერევანი იწყებს დასავლური ვექტორის გააქტიურებას. რუსეთის ფედერაცია არ მალავს უკმაყოფილებას ამის გამო და სხვადასხვა დონის ოფიციალური პირის მეშვეობით ღიად აკრიტიკებს სომხეთის ხსენებულ ნაბიჯებს. ბევრი დამკვირვებლის აზრით, ოფიციალური ერევნის მხრიდან ასეთი შემოტრიალება გაურკვევლობას იწვეს, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება პრაგმატულ გათვლებს.

აღნიშნული განპირობებულია სომხეთის დასავლური მოკავშირეების, ძალზედ შეზღუდულ წვდომაზე და იმით რომ ერევნის რუსეთის ორბიტიდან დაღწევა ვერ მოხერხდება ასეთი მყისიერი ნაბიჯებით.

ბოლო მოსაზრება ეყრდნობა იმას, თუ რამდენად ღრმადაა ინტეგრირებული სომხეთი რუსეთის მიერ შექმნილი და მისივე ლიდერობით არსებულ რეგიონულ ინსტიტუტებში.

აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა სომხეთზე. ასეთ პირობებში, და უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, დასავლეთისთვის სავარაუდოდ პრობლემატური იქნება რაიმე ქმედითი ზომები შესთავაზოს ერევანს რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირების ან დაბალანსების თვალსაზრისით.

დიდი ალბათობით, რუსეთს არ აწყობს დასავლეთის მეშვეობით მოლაპარაკებების ჩარჩოებში მიღწეული პროგრესი, რადგან ასეთ პირობებში, რუსეთის როლი სავარაუდოდ, კნინდება

ამას ემატება ფაშინიანის მთავრობისთვის არასახარბიელო შიდაპოლიტიკური ვითარება, სადაც 2020 წლის ომის შედეგები ჯერ კიდევ არაა მოშუშებული.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის თანმიმდევრულად მიჰყვება ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკას და ამაში ავლენს სიმტკიცესა და მოთმინებასაც კი. ბაქოს, უპირობოდ გააჩნია უპირატესობა ველზე და რესურსი რომ ასეთი უპირატესობა შეინარჩუნოს. ამიტომ, ის დღეს შეიძლება ითქვას ფლობს ინიციატივას და სადღაც უკარნახებს მოვლენების განვითარების სცენარს. რა თქმა უნდა დიდი და მასშტაბიანი შეტაკებებს აზერბაიჯანი თავს არიდებს, მაგრამ ტაქტიკურ სვლებს, რომელიც მის ხსენებულ უპირატესობას აძლიერებს, აქტიურად იყენებს. აღნიშნული რა თქმა უნდა მოქმედებს მთლიანად ვითარებაზე და ქმნის ახალ ამოცანებს საპირისპირო მხარისათვის.

დასავლეთისთვის სავარაუდოდ პრობლემატური იქნება რაიმე ქმედითი ზომები შესთავაზოს ერევანს რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირების ან დაბალანსების თვალსაზრისით

ამდაგვარად, რუსეთი სავარაუდოდ შეეცდება თავისი როლის გაზრდას მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით და ამისთვის შეუძია გამოიყენოს მის ხელთ ჯერ კიდევ არსებული გავლენები რეგიონში.

- თუ ვითარება ერთი მხრივ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მეორე მხრივ აზერბაიჯანსა და ირანს შორის მეღრი-ზანგეზურის კორიდორზე კონტროლის მოსაპოვებლად გამწვავდება, რა იქნება მხარეების მიზანი?

ძალთა ბალანსის გათვალისწინებით შექმნილ სიტუაციაში რა იქნება საუკეთესო ვარიანტი სომხეთისთვის და რა იქნება საუკეთესო ვარიანტი აზერბაიჯანისთვის?

- ყარაბაღის ომის შედეგებიდან გამომდინარე და სომხეთ-რუსეთის შორის ურთიერთობების ბოლო დროინდელი გაცივების ფონზე, ძალთა ბალანსი აშკარად აზერბაიჯანის სასარგებლოდაა გადახრილი. ამიტომ აზერბაიჯანის მხარე ალბათ მაქსიმალური შედეგების მიღწევისთვისაა განწყობილი.

ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს სურს ყარაბაღის მთელს ტერიტორიაზე გაავრცელოს თავისი იურისდიქცია, დაშალოს ყარაბაღის ე. წ. სახელისუფლებო ინსტიტუტები, შეწყვიტოს სომხეთის სახელმწიფო დაფინანსება ყარაბაღში მცხოვრები სომხური თემის, მოახდინოს სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გახსნას მეღრი-ზანგეზურის სატრანსპორტო კომუნიკაციები, რაც 2020 წლის ყარაბაღის ომის კვალობაზე ხელმოწერილი დოკუმენტით არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის თანმიმდევრულად მიჰყვება ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკას და ამაში ავლენს სიმტკიცესა და მოთმინებასაც კი. ბაქოს, უპირობოდ გააჩნია უპირატესობა ველზე და რესურსი რომ ასეთი უპირატესობა შეინარჩუნოს

სომხეთის პოზიციებიდან გამომდინარე ჩანს რომ ერევანს სურს პროცესის გაწელვა, რაც მას მისცემს სტრატეგიული ამოსუნთქვის საშუალებას, შეინარჩუნოს ყარაბაღში მცხოვრები სომხური თემის თვითმართველობის ინსტიტუტები, და ამით განამტკიცოს ყარაბაღის სომხური თემის ავტონომიურად ცხოვრების პირობები, რომლის უსაფრთხოებას განახორციელებენ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები ან უკეთეს შემთხვევაში საერთაშორისო ეგიდით განლაგებული ძალები, უზრუნველყოს ლაჩინის სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირება ამ საკომუნიკაციო ხაზზე აზერბაიჯანის კონტროლის შესუსტების პირობებში, ამავდროულად მეღრი-ზანგეზურის დერეფნის ალტერნატიულ მარშრუტზე აზერბაიჯანის დათანხმება, რაც გაცილებით ამრუდებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელ კომუნიკაციებს.

აზერბაიჯანს სურს ყარაბაღის მთელს ტერიტორიაზე გაავრცელოს თავისი იურისდიქცია, დაშალოს ყარაბაღის ე. წ. სახელისუფლებო ინსტიტუტები, შეწყვიტოს სომხეთის სახელმწიფო დაფინანსება ყარაბაღში მცხოვრები სომხური თემის, მოახდინოს სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გახსნას მეღრი-ზანგეზურის სატრანსპორტო კომუნიკაციები, რაც 2020 წლის ყარაბაღის ომის კვალობაზე ხელმოწერილი დოკუმენტით არის გათვალისწინებული

თუ დავაკვირდებით, ორივე მხარეს გააჩნია განსხვავებული ხედვები ყველა ხსენებულ საკითხებზე, თუმცა ორივე მხარეს ესმის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების აუცილებლობა. ასეთი ვითარება არ შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს ობიექტური თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ მოწმენი ვართ ესკალაციის ახალ და მძლავრ ტალღისა.

რაც შეეხება ირანს და მის ხედვას მეღრი-ზანგეზურის გზასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ირანი ყურადღებით აკვირდება მის სამეზობლოში მიმდინარე პროცესებს. ამ დაპირისპირებაში ის შეიძლება ითქვას ერთმნიშვნელოვნად მოიაზრება სომხეთის მოკავშირედ.

თეირანის ხედვა ხსენებული კომუნიკაციების გახსნის თაობაზე შეიძლება უკავშირდებოდეს მის საკუთარ მოწყვლადობას გარე სამყაროსთან დაკავშირების პრობლემებთან.

ერთის მხრივ, აზერბაიჯანის მხრიდან ფინანსური დახმარების მრავალჯერადი შეთავაზების მიუხედავად, ირანმა დიდი ხანია ვერ ან არ გადაწყვიტა რეშტ-ასტარას სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელმაც უნდა დააკავშიროს აზერბაიჯანისა და ირანის სარკინიგზო სისტემები.

ერევანს სურს პროცესის გაწელვა, რაც მას მისცემს სტრატეგიული ამოსუნთქვის საშუალებას, შეინარჩუნოს ყარაბაღში მცხოვრები სომხური თემის თვითმმართველობის ინსტიტუტები, და ამით განამტკიცოს ყარაბაღის სომხური თემის ავტონომიურად ცხოვრების პირობები, რომლის უსაფრთხოებას განახორციელებენ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალები ან უკეთეს შემთხვევაში საერთაშორისო ეგიდით განლაგებული ძალები... ამავდროულად მეღრი-ზანგეზურის დერეფნის ალტერნატიულ მარშრუტზე აზერბაიჯანის დათანხმება, რაც გაცილებით ამრუდებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელ კომუნიკაციებს

აღნიშნული პროექტის რეალიზაციის შედეგად მოხერხდება სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფნის დაკავშირება დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფანთან, რაც თავის მხრივ აზერბაიჯანს გახდის სატრანსპორტო კვანძად ამ ორი მნიშვნელოვანი კომუნიკაციის გადაკვეთის ადგილას.

მეღრი-ზანგეზურის გზა, ამის გამო ირანისთვის თეორიულად წარმოადგენს აზერბაიჯანის სარკინიგზო ქსელთან მიერთების ალტერნატივას. ამიტომაც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გარკვეული პერიოდულობით ჩვენ გვესმის განცხადებები თეირანიდან.

დიდი მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინებით, ადგილზე არსებული რეალობიდან და მონაწილე მხარეების რეგიონალური წვდომისა და წონის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა ირანი გასცდეს მწვავე განცხადებების ჩარჩოებს

ამავდროულად ხსენებულ საკითხს აქვს სხვა, უფრო პრაქტიკული და რეალისტური განზომილება. ეს არის 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის შედეგებით მიღწეული შეთანხმება. ირანი ამ შეთანხმების მონაწილე არ არის. ამიტომ სამი ქვეყანა, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, ოფიციალურად და ღიად მსჯელობენ ამ საკითხზე. ამავდროულად არ დაგვავიწყდეს თურქეთის ინტერესები, იმიტომ რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ამა თუ იმ მარშრუტით კომუნიკაციების გახსნა, ავტომატურად ნიშნავს ხსენებული კომუნიკაციების მიერთებას თურქეთისა და რუსეთის სარკინიგზო სისტემებთან.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთზე დაწესებული სანქციების პირობებში, ასეთი საკომუნიკაციო კვანძის არსებობა, ნებისმიერი ფორმით, წარმოადგენს უდიდესს მნიშვნელობას რუსეთისთვის და ამავდროულად თურქეთისთვის. ასეთი დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის არსებობა, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის მკვეთრად გაზრდას და დამატებითი ალტერნატიული გზის რუსეთის საჭირო საქონლით მომარაგებისა.

ხსენებული დიდი მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინებით, ადგილზე არსებული რეალობიდან და მონაწილე მხარეების რეგიონული წვდომისა და წონის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა ირანი გასცდეს მწვავე განცხადებების ჩარჩოებს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არაა გამორიცხული ვითარების გამწვავება ხელს აძლევდეს სომხეთის პრემიერ ფაშინიანს, რომლის საგარეო პოლიტიკა ბოლო პერიოდში მკაფიოდ პროდასავლური და შინაარსით ანტირუსულია.

მათივე თქმით, ამ პროცესების ფონზე სომხეთს შეუძლია სრულად თქვა უარი რუსულ საგარეო ფაქტორზე და არაა გამორიცხული, იგი შექმნილ ვითარებაში ვა-ბანკზეც კი წავიდეს.

გასაგებია, რომ ერევანს ვა-ბანკზე წასვლის რესურსები მწირი აქვს, მაგრამ მაინც.

ვითარების გამწვავების შემთხვევაში ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა გარე ძალები - აშშ, ევროპა, საფრანგეთი, რომელიც ტრადიციულად სომხეთს ლობირებს? ასევე რუსეთი და ირანი?

- ვა-ბანკზე წასვლას გააჩნია თავისი გაანგარიშებები. მწირი რესურსების მქონე მხარე ასეთ ნაბიჯს თუ დგამს, ის როგორც წესი ან სხვისი იმედით არის, ან ასეთი ქმედება არარაციონალური გახლავთ. ასეა ვფიქრობ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც.

სომხეთისთვის ვა-ბანკზე წასვლა არსებულ ვითარებაში შეიძლება ეგზისტენციალურ რისკებთან იყოს დაკავშირებული. ძნელია ამაზე ასე ღიად საუბარი, მაგრამ საქმის სერიოზულობა გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ.

სომხეთისთვის ვა-ბანკზე წასვლა არსებულ ვითარებაში შეიძლება ეგზისტენციალურ რისკებთან იყოს დაკავშირებული. ძნელია ამაზე ასე ღიად საუბარი, მაგრამ საქმის სერიოზულობა გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ

რაც შეეხება სომხეთის პროდასავლურ სურვილებზე და რუსეთთან კავშირზე უარის თქმის ალბათობას. თეორიულად ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება და გარდა ამის აუცილებელ პირობად უნდა მივიჩნიოთ რუსეთის სერიოზული დასუსტება. რუსეთს ამ ეტაპზე გააჩნია საკმარისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსი სომხეთში რომ ყველა ასეთი სენტიმენტი აღკვეთოს. საკმაოდ მნიშვნელოვანია აგრეთვე რამდენად მზად არის დასავლეთი, რომ სომხეთის გამო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას რუსეთის ინტერესების საპირისპიროდ?

ამავდროულად საინტერესოა, რამდენად შეძლებს სომხეთი დაარწმუნოს დასავლეთი ახალი პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური ვექტორის მიმართ ერთგულებისა, განსაკუთრებით ხანგრძლივი და მკვეთრად პრორუსული პოლიტიკის შემდეგ?

რუსეთს ამ ეტაპზე გააჩნია საკმარისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსი სომხეთში რომ ყველა ასეთი სენტიმენტი აღკვეთოს. საკმაოდ მნიშვნელოვანია აგრეთვე რამდენად მზად არის დასავლეთი, რომ სომხეთის გამო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას რუსეთის ინტერესების საპირისპიროდ?

ეს რთული და მრავალწახნაგიანი კითხვებია, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი, და მით უმეტეს სწრაფი პასუხი არ არსებობს. მეორე მხრივ, რეალურ სივრცეში, ადგილზე შექმნილი ვითარება ითხოვს სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს დროის შეზღუდულ ჩარჩოებში.

ამიტომ პროდასავლური ვექტორის დამკვიდრებისთვის სომხეთს ძალზედ შეზღუდული ფანჯარა გააჩნია, და სავარაუდოდ ეს ფანჯარა ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გაღებული.

- ამ პროცესში რა როლი ექნება თურქეთს, რომელიც აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორია და ამ ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალებს, რომლებიც ერთმანეთთან პრაქტიკულად მაქსიმალურად არიან ინტეგრირებული?

- აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ ალიევისა და ერდოღანის მიერ შუშაში ხელმოწერილი დეკლარაცია. ეს გახლავთ მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც პირდაპირ ზურგს უმაგრებს აზერბაიჯანს. ამიტომ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი აგრესიის პირობებში, თურქეთი უბრალოდ ვერ გადგება განზე და აუცილებლობიდან გამომდინარე სხვადასხვა ფორმით შეიძლება ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში.

სამხრეთ კავკასია თურქეთისთვის უცხო რეგიონი არ არის, და ამიტომ მას გააჩნია აქ მძლავრი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, თურქეთის პირდაპირი თუ ირიბი ჩართულობა რეგიონში მიმდინარე პროცესებში, და მისი გავლენა არის ანგარიშგასაწევი ფაქტორი ნებისმიერი მოთამაშისთვის

ამიტომ თურქეთის როლი მიმდინარე პროცესებში დიდია და ის ყოველთვის მოიაზრება აზერბაიჯანის უკან მდგომ ძალად. გარდა ამისა, მრავალი დამკვირვებლის აზრით, საფრანგეთის დამოკიდებულება სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მიმართ, ასევე განპირობებულია საფრანგეთისა და თურქეთს შორის კონკურენციით საერთაშორისო ასპარეზზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სამხრეთ კავკასია თურქეთისთვის უცხო რეგიონი არ არის, და ამიტომ მას გააჩნია აქ მძლავრი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, თურქეთის პირდაპირი თუ ირიბი ჩართულობა რეგიონში მიმდინარე პროცესებში, და მისი გავლენა არის ანგარიშგასაწევი ფაქტორი ნებისმიერი მოთამაშისთვის.

- ცხადია, რომ სამხრეთ კავკასიაში „დიდი ცეცხლის“ დანთება რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისთვის უდიდესი პრობლემა იქნება, მათ შორის საქართველოსთვის.

როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რას მოუტანს იგი საქართველოს და რეგიონს?

- რეგიონს არანაირად არ აწყობს ახალი შეიარაღებული დაპირისპირება. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ეს ყველასათვის ნათელია. ამიტომ ჩვენ იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლობაზე დაყრდნობილი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამკვიდრებას. ამაშია დაინტერესებული ყველა დიდი მოთამაშე, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში. ამიტომ, ვფიქრობ რომ სამშვიდობო ფორმულა იქნება გამომუშავებული და რეგიონი აიცილებს ესკალაციის კიდევ ერთ ტალღას.

თუ ეს ასე არ მოხდა, და ნებისმიერი ინტენსივობის ესკალაციასთან გვექნება საქმე, ეს თითქმის ავტომატურად გამოიწვევს სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას მთელს რეგიონში.

გაკეთდა განცხადება რომ რუსეთის ფედერაციის წითელი ჯვრის მანქანებით შეტანილი იქნება ჰუმანიტარული ტვირთი სომხური თემით დასახლებული ყარაბაღის ნაწილში, აგდამის გზის გავლით. მომხდარი, უდავოდ პოზიტიური სიგნალია და გვაძლევს საშუალებას ფრთხილი იმედი გამოვთქვათ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთმისაღები პოზიციების პოვნას და შეჯერებას

გარდა ამისა დიდი ალბათობით ასეთ ესკალაციას მოჰყვება სამოქალაქო არეულობა და არასტაბილურობა სომხეთში. თუ ესკალაცია მოხდა ყარაბაღის ირგვლივ, რეგიონი დიდი ალბათობით შეეჩეხება დევნილთა ახალ ტალღას, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს.

გარდა ამისა, ვითარების ესკალაციის გზით განვითარების შემთხვევაში, ეს შეიძლება გადაიზარდოს გრძელვადიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ასეთ პირობებში კი რეგიონის მომავალი განვითარების პერსპექტივები ბუნდოვანი და გაურკვეველი გახდება.

ამით მინდა ვთქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის პოტენციური დაპირისპირება რეალურად გასცდება ორი ქვეყნის ფარგლებს. მეტიც, არსებულ საერთაშორისო ვითარებაში, ყოველივე ამას, აქვს პოტენციალი, სხვადასხვა დოზით, ჩაითრიოს სხვა ძლიერი მოთამაშეები, რაც თავის მხრივ რეგიონის მომავალზე სავალალო შედეგების მომტანია.

ამის ფონზე, მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი იმედი მაინც გამოჩნდა. ასე გუშინ გვიან ღამე გაკეთდა განცხადება რომ რუსეთის ფედერაციის წითელი ჯვრის მანქანებით შეტანილი იქნება ჰუმანიტარული ტვირთი სომხური თემით დასახლებული ყარაბაღის ნაწილში, აგდამის გზის გავლით.

მომხდარი, უდავოდ პოზიტიური სიგნალია და გვაძლევს საშუალებას ფრთხილი იმედი გამოვთქვათ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთმისაღები პოზიციების პოვნას და შეჯერებას. ეს ყოველივე აგვაცილებს ხელახალ კონფრონტაციას და ვითარების არასასურველ ესკალაციას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო