რევაზ ჯაველიძე - პირი, ვისზეც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არ მქონედ ჩაითვლება - ამნისტია საბოლოო ჯამში 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა აღსრულდეს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე განმარტავს, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ამნისტიის თაობაზე კანონპროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, ამნისტია ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულებზე ცხადდება - ეს არის 180-ე მუხლი, რომელიც თაღლითობას ეხება და 362-ე მუხლი, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება და გამოყენებას.

ჯაველიძის განცხადებით, ამნისტიის ფარგლებში ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, პირობითი მსჯავრისაგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმების გადახდისგან თავისუფლდება ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

„ამასთან, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის ჩადენილ ზიანს. ამნისტია ვრცელდება ასევე თანაამსრულებლებზეც, თანამონაწილეებზეც, რომლებმაც ასევე იგივე პერიოდის განმავლობაში, ანუ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის მომზადებაში, ან მცდელობა ჰქონდათ, თუ, რა თქმა უნდა, ეს პირები აღიარებენ შესაბამის დანაშაულს. როგორც, ასევე, აღინიშნა, ამნისტია არ ვრცელდება საჯარო მოხელეებზე, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო კომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებზე და მათ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებზე, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე.

სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მოპოვებული მიწის ნაკვეთებზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისაგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოსათვის სასარგებლოდ მიტოვების გზით და თუ ეს შესაძლებელი არ არის, უნდა მოხდეს ექვივალენტური თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

ტექნიკურად ეს ასე გამოიყურება, პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემდგომ უკვე მიტოვების მოთხოვნით, შემდეგ უკვე მიტოვების თაობაზე საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ან და სახელმწიფოს ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს პირი წარუდგენს უკვე პროკურატურის შესაბამის დანაყოფს, ან სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამნისტიის გავრცელება.

ამნისტიის კანონის პროექტით კიდევ ბევრი დეტალური ინფორმაცია არის გათვალისწინებული, მათ შორის, მაგალითისათვის, გამოძიების, თუ სასამართლო განხილვის სტადიაზე სისხლის სამართლებრივი დევნის არ დაწყების, შეწყვეტის და საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების საკითხები. ასევე გათვალისწინებული არის გამოძიების, სასამართლო განხილვის, თუ სისხლის სამართლის საქმეზე დასრულებული სამართალწარმოების სტადიაზე ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილების მიმღები პირები და ორგანოები, ასევე სხვა საკითხები.

პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ის ნასამართლეობის არ მქონედ ჩაითვლება და ასევე, კანონით გათვალისწინებულია, რომ ამნისტია უნდა აღსრულდეს საბოლოო ჯამში 2025 წლის 1-ელ იანვრამდე“, - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი