მთავრობა შიდა ფრენების განვითარებისთვის ვერტოდრომების მშენებლობას იწყებს - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნული მიზნით 333 ლოკაცია უკვე შეაფასა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ვერტოდრომების მშენებლობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილები ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ვერტოდრომების მშენებლობის საკითხზე განუცხადეს, აღნიშნული მიზნით სულ 333 ლოკაცია შეფასდა.

„როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში საავიაციო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული აეროპორტის, ისე ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესებას. ასევე, იგეგმება თელავის აეროპორტის რეაბილიტაცია, ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაგრძელება. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი დანიშნულების ფრენების გეოგრაფიული არეალის გაფართოვებას, შიდა ფრენების და ტურიზმის სტიმულირებას.

რაც შეეხება ვერტოდრომების მშენებლობის საკითხს, გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილების ტექნიკური თვალსაზრისით შესწავლა და შეიმუშავა ვერტმფრენებისთვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლის ანგარიში. ჯამში, შეფასდა 333 წერტილი და მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რაც მნიშვნელოვანია შემდგომში კონკრეტული ლოკაციების შესარჩევად ვერტოდრომების მშენებლობისთვის“, - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)