სალომე სამადაშვილი - ბექა ოდიშარია ყველა ხელისუფლების პირობებში, ყველა კორუფციულ სქემაში წარმატებით თანამონაწილეობდა - მას კორუფცია შრომაში ერევა, რადგან არ იცის, რა არის პატიოსანი შრომა

ბექა ოდიშარია ახალგაზრდობიდან, ყველა ხელისუფლების პირობებში ყველა კორუფციულ სქემაში წარმატებით თანამონაწილეობდა - მას კორუფცია შრომაში ერევა, რადგან არ იცის, რეალურად რა არის პატიოსანი შრომა და როგორი ცხოვრების უზრუნველყოფა არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში პატიოსანი შრომით, - ასე პასუხობს „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი კოლეგას, ბექა ოდიშარიას, რომლის თქმით, პრემიერ ღარიბაშვილის ან სხვების მშობლები მთელი ცხოვრება შრომობენ, „არ მუქთახორობენ“ და გასაკვირი არ არის, რომ მათ შემოსავალი ჰქონდეთ.

სამადაშვილის შეფასებით, ბექა ოდიშარიასა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების განცხადებები საზოგადოების მასხრად აგდებასა და ხალხის დაცინვას წარმოადგენს.

„რეალობა არის მარტივი - კახეთში ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანი ჩამოყალიბდა როგორც კორუმპირებული ფეოდალების კასტა. ისინი ძალიან ბევრ ფულს შოულობენ იმის პარალელურად, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ღატაკდება. ეს იმ ფაქტით დასტურდება, როცა გვიბედავენ და გვეუბნებიან, რომ ღარიბაშვილის პენსიონერ მამას ჩარტერულად სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავების შესაძლებლობა აქვს. ჩვენ ასევე გვატყუებენ ჩარტერის ღირებულებასთან დაკავშირებით. ასევე აბსოლუტური ტყუილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობა კერძო მიზნებისათვის არ გამოიყენა, როდესაც შვილის აშშ-ში გასეირნების მიზნით თავს სამთავრობო ბორტის გამოყენების უფლება მისცა, ამიტომ „ლელოს“ მიაჩნია, რომ ერთადერთი სწორი პასუხია ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტი - ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან უკვე გადამდგარი იქნებოდა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილი იმასაც ამბობს, რომ ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე რუსეთის დავალებების შემსრულებელია.

„არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ თუნდაც ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისუფლება იმისა, თავად გადაწყვიტოს, უნდა დატოვოს თუ არა ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო