სალომე სამადაშვილი - ოპოზიციონერი, რომელიც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩართული იქნება ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟში - თუ ოპოზიცია შეთანხმდება, „ლელო“კენჭისყრას არ დაესწრება

ოპოზიციონერი, რომელიც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩართული იქნება ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ არ დაესწრება კენჭისყრას, თუ ასეთი იქნება ოპოზიციის შეთანხმება.

„დღეს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არის ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟის შემადგენელი ნაბიჯი, ამიტომ ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელიც მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, ჩართული იქნება „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟში და დარწმუნებული ვარ, ამისთვის აღებული ექნება ანაზღაურება, რადგან პირდაპირი გზით მოსყიდვის გარეშე, არ მჯერა, რომ პარლამენტში მოიძებნება ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. კენჭისყრა არის ფარული, ამიტომ ინიციატივა, რომ ოპოზიცია საერთოდ არ დაესწროს კენჭისყრას, გასაგებია. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, თუ ამაზე ოპოზიცია შეთანხმდება, ჩვენ არ დავესწრებით კენჭისყრას”, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტს და ჩარტერულ ფრენას, სამადაშვილი აღნიშნავს, რომ „ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი, გრძელ კორუმპირებულ ისტორიაში, რომელიც უკავშირდება ღარიბაშვილ-თამაზაშვილების კლანს“.

დეპუტატი მიიჩნევს, ოპოზიციამ იმპიჩმენტით უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ კორუფციას ებრძვის მაშინ, როცა კორუფციასთან ბრძოლა არის ევრო კავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი.

„იმპიჩმენტთან დაკავშირებით უკვე გავმართეთ კონსულტაციები რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს. ჩვენ, ამასთან ერთად, ვმუშაობთ პროცედურის ფორმალურ მხარეზე, რაც უკავშირდება შესაბამისი დოკუმენტის მომზადებას ვფიქრობ მომავალ კვირას გვექნება შესაძლებლობა კონკრეტული დოკუმენტის გარშემო დავიწყოთ შეთანხმება პარლამენტში პოზიციების. როცა ევროკავშირის მოთხოვნა არის კორუფციასთან ბრძოლა, როცა ცალსახად გეუბნება ევროკავშირი, რომ ხელისუფლება მოთხოვნებს არ ასრულებს, სწორედ ოპოზიციის ვალდებულებაა, რომ ამ ვითარებაში დემონსტრაცია გაუკეთოს, რომ ჩვენ სერიოზულად ვებრძვით კორუფციას და ამისთვის არის მნიშვნელოვანი იმპიჩმენტის პროცედურა”, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო