მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს, აბა რა უნდა იყოს

სააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს, აბა რა უნდა იყოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, პირადი მიზნებისთვის სახელმწიფოს 14 მილიონის გაფლანგვა წარმოუდგენელი ამბავია.

„როცა რამდენიმე ათას ლარზე არის ხოლმე დანაშაულის ნიშნების შემადგენლობა მაინც იწყება - ხოლმე გამოძიება, როგორც თქვენ იცით და ათეულობით მილიონ ლარზე როცაა საუბარი, ალბათ ლოგიკური გაგრძელება ეს იქნება, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების შესაფასებელი საკითხი, მათი კომპეტენციაც და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებაც. მაგრამ, ზოგადად თუ ვიტყვით, 14 მილიონის გაფლანგვაზე თუა საუბარი პირადი, აღვირახსნილი თემების საჭიროებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ვნებების დასაკმაყოფილებლად, წარმოუდგენელია, ეს ხომ არცერთ ქართველს არ დაავიწყდება ესკობარის საფლავზე რომ მიდიოდა, ჩარტერით რომ იყო სახელმწიფოს ხარჯებით წასული. დღეს მისი ტელევიზიები მეკითხებიან გუშინ რომ ბიზნესმენ მშობელს ეძახდნენ, დღეს რომ პენსიონერი მშობელი გახდა, სად და როგორ წავიდაო ღარიბაშვილიო. რაღაც საკითხები არსებობს რისი გასაჯაროებაც არ შეიძლება, მაგრამ სააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს, აბა რა უნდა იყოს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით აღნიშნა, მას არ აქვს პოზიტიური მოლოდინი.

„უბრალოდ არ გვაქვს ასი ხმა პარლამენტში. პრეზიდენტი, რომელიც უხეშად და დემონსტრაციულად არღვევს კონსტიტუციას, არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. თუკი იმპიჩმენტს ვინმე მხარს არ დაუჭერს, უნდა იცოდეს წინასწარ, რომ ის არის კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის თანამზრახველი“,- განაცხადა მდინარაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს