ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს - ეს არის პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება, რაზეც  პოლიტსაბჭო იმსჯელებს და საბოლოოდ გაფორმდება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის პოზიცია არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს და ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თავად მოიგონა ბიძინა ივანიშვილმა, რუსულმა პარტიამ მისივე ხელდასმული პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად. მოჰპარეს ხალხს არჩევნები და ისეა ქალბატონი ზურაბიშვილი არჩეული. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ ამ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში, თავად რომ მოიგონეს და ბიძინა ივანიშვილმა თავად რომ დადგა, მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის პარტიის, ფრაქციის გადაწყვეტილება. პოლიტიკური საბჭო ამაზე იმსჯელებს და საბოლოოდ ეს გაფორმდება.

მეოთხე საკითხი, რაზეც მსჯელობა გვექნება, იქნება „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია გეგმა და კამპანია, რომელიც მთელ საქართველოში გვაქვს დაწყებული“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია საქართველო ევროკავშირს დიდი ნაბიჯით დაახლოვოს, თუ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

„დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს არ მოსწონთ, როგორც იქცევა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული პრეზიდენტი. მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და შეუძლია ევროკავშირს დიდი ნაბიჯით მიგვაახლოოს, თუ პოლიტიკურ პატიმარს ტყვეობიდან გაათავისუფლებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. კონსტიტუციით რომ არის ჩვენი ევროპული გზა გარანტირებული და ვალდებულია ყველა, ამ საქმეს მოემსახუროს, ეს ქალბატონი ამას არ აკეთებს. ამიტომ, სწორი აღქმები აქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას სერიოზულად არ უყურებენ და უყურებენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელდასმულს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო