როსენ ჟელიაზკოვი - მხარდაჭერა გამოვუცხადეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირში და ქართული საზოგადოების მისწრაფებას

ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირში და ქართული საზოგადოების მისწრაფებას, - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა როსენ ჟელიაზკოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური და დაკავშირებადობის კუთხით.

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის, ბატონო თავმჯდომარევ. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაზე. დავადასტურეთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და არ არის პრობლემური საკითხები ქვეყნებს შორის. შემდგომში უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, უფრო ინტენსიური გავხადოთ და რაც შეეხება ვაჭრობის მოცულობას, ასევე უფრო ინტენსიური გავხადოთ, დაკავშირებადობა კი - გავაუმჯობესოთ. აგრეთვე, მივაღწიოთ კიდევ უფრო მაღალ ინტეგრაციას პროცესებში, რომლებიც არის საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალური. ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირში და ქართული საზოგადოების მისწრაფებას, რომლებიც წარმოდგენილები არიან პარლამენტში თავისი არჩეული პარლამენტარებით და მათ ნებას, რომ იყოს შეფასება და აგრეთვე მოხდეს დადასტურება პროგრესისა, რაც ქვეყანამ განახორციელა და ამ წლის ბოლოს დადასტურდეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში. რაც შეეხება საქართველოს მეგობრობას, ჩვენ როგორც მეგობრები, მხარს დავუჭერთ საქართველოს ყველა ძალისხმევას, რადგან გვესმის, რომ ეს არის საქართველოს საზოგადოების ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების, რომელსაც აქვს საერთო ფასეულობები და ღირებულებები საქართველო საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ჟელიაზკოვმა.

მან ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნა, რომ ბულგარეთი გმობს ყველანაირ სეპარატისტულ მისწრაფებებს.

„ჩვენ სავსებით გვესმის და ვიზიარებთ საკითხს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის. რაც შეეხება რეგიონების სეპარატისტულ განწყობას, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის ჭრილში, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და ჩვენ ვართ წინააღმდეგი ნებისმიერი სეპარატისტული განწყობის, რადგან ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს. დღეს ასევე გვაქვს შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე მივალთ დემარკაციის ხაზზე. ბულგარეთს სერიოზული წარმომადგენლობა ჰყავს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში. რაც შეეხება ნატო-ს წევრობას, ჩვენ ძალიან მყარად ვაჩვენებთ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენ საშუალება გვექნება სამომავლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ, საქართველოს, როგორც უკვე კანდიდატი წევრის მომავალ ნაბიჯებზე“,- განაცხადა ჟელიაზკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო