ლევან ბეჟაშვილი - განმარტება - „ქართველი-რუსი ოლიგარქი“, რომელიც რუსული გავლენის გაძლიერებას ცდილობს ქვეყანაში, ცხადია, ირიბად ეხება ივანიშვილსაც - ეს არის ლაქა, რომელიც ქვეყანამ მიიღო

ერთი სიტყვით, ეს არის ლაქა, რომელიც ქვეყანამ მიიღო და ქართულმა საზოგადოებამ „ქართული ოცნება“ როგორც ლაქა უნდა ჩამოირეცხოს. განმარტება, რომ „ქართველი-რუსი ოლიგარქი“, რომელიც რუსული გავლენის გაძლიერებას ცდილობს ქვეყანაში, ცხადია, ირიბად ეხება ივანიშვილსაც, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.

ბეჟაშვილის თქმით, შესაძლოა, გაიზარდოს იმ პირთა სია, ვინც სამომავლოდ უნდა დასანქცირდეს.

„აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით ურტყამს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ცალსახად გამოკვეთს ბიძინა ივანიშვილის როლს ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებაში იმიტომ,რომ ყველამ, ქვეყნის შიგნით და გარეთ იცის, რომ ფარცხალაძეს არის ივანიშვილის ოჯახის წევრი, „კლანის“ წევრი, შესაბამისად, სანქცირება ეხება ივანიშვილსაც. ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ვანიდან სსკ-ის 319-ე მუხლი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას საქართველოს ტერიტორიაზე, დანაშაულად აცხადებს და პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს შესაბამისი გამოძიება. ერთი სიტყვით, ეს არის ლაქა, რომელიც ქვეყანამ მიიღო და ქართულმა საზოგადოებამ „ქართული ოცნება“ როგორც ლაქა უნდა ჩამოირეცხოს. თავისთავად განმარტება, რომ „ქართველი-რუსი ოლიგარქი“,რომელიც რუსული გავლენის გაძლიერებას ცდილობს ქვეყანაში რუსული „ფეესბეს“ მეთოდების გამოყენებით, თავისთავად ცხადია, რომ ირიბად ეხება ივანიშვილსაც იმიტომ, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრის, პირადი „კლანის“ ნდობით აღჭურვილი პირის სანქცირება მოხდა“ ,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, ბეჟაშვილმა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, მათ შორის „სათათბირო ორგანოს“ შექმნის ინიციატივის შესახებაც ისაუბრა.

კითხვაზე, მოიაზრება თუ არა „სათათბირო ორგანოში“ ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბეჟაშვილმა აღნიშნა, „თუ ის გადაწყვეტს, რომ იყოს სათათბირო ორგანოში, რა თქმა უნდა“.

მან ასევე ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის დაწყებაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაზე, რომ პარტია არ აპირებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლას, როდესაც ზურაბიშვილის წინააღმდეგ პროცედურები დაიწყება.

ბეჟაშვილი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ყველა ფრაქციას „ამ თამაშში „ქართული ოცნება“ მარტო დატოვონ.

რაც შეეხება „ლელოს“ განცხადებას მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოიაზრებს, როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, მთავარი ოპოზიციური პარტია და პოლუსი არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება შეძლონ იმისთვის, რომ ბევრად უფრო სოლიდურად იყონ წარმოდგენილი ელექტორატის წინაშე. ამიტომ, მისივე თქმით, „მესამე ძალის“ შექმნის იდეას მიესალმება, რადგანაც ეს საერთო ინტერესშია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო