მიხეილ დაუშვილი სუს-ის ინფორმაციაზე - ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება, ამიტომ თუკი დანაშაული მზადდება ან ჩადენილია, ამას სჭირდება გამოძიება

თუ დანაშაული არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს დამნაშავეების დასჯა - ერთი კვირის წინ ვნახეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო "ნაცმოძრაობაზე", 2019 წლის 20 ივნისს რას აპირებდნენ - როგორ ვთქვა, რომ რაიმე გამორიცხულია?! - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა სუს- ის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, "ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება".

"მე გამიჭირდება იმის მტკიცება, ეს ყველაფერი ტყუილია თუ არა, მაგრამ რადგან კონკრეტულ განცხადებას აკეთებენ, საზოგადოებას უნდა აჩვენონ საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი, თუ რაიმე გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ და შესაბამისი პირები, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ. ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება, ამიტომ თუკი დანაშაული მზადდება ან ჩადენილია, ამას ჭირდება გამოძიება, მაგრამ არა რაღაც ზოგადი საუბრები არამედ კონკრეტული ქმედებები. თუ დანაშაული სახეზეა და არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს დამნაშავეების დასჯა.

ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მეტიც ერთი კვირის წინ ვნახეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო მელიაზე, სადაც საუბარი იყო მოდით პირდაპირ ვთქვათ," ნაციონალურ მოძრაობაზე", რას აპირებდნენ, როგორ აპირებდნენ და როგორ აკეთებდნენ 2019 წლის 20 ივნისს, ამიტომ როგორ ვთქვა რომ რაიმე გამორიცხულია, მაგრამ როცა ასეთ განცხადებას აკეთებს სუსი, ამას ჭირდება კონკრეტული ქმედებები, მოქალაქეებისთვის დამატებით ინფორმაციის მიწოდება, ვინ რას როგორ აპირებს,"- განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისათვის, სუს-ი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა".

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“