შალვა პაპუაშვილი - ხოშტარია, ჯაფარიძე ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან და მათთან თანამშრომლობით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ ხდება - ჩვენ გვყავს ერთი  ოპოზიცია: ეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი საცეცებით

ეს ყალბი გადაადგილებები... მერამდენეჯერ უნდა მოატყუონ ასე ქართული საზოგადოება?! ამის არავის სჯერა! ჩვენ გვყავს ერთი ოპოზიცია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საცეცებით - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომ „ლელოს“ თანამშრომლობა წარმოუდგენია „დროასთან“ და „გირჩთან“, ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან და ანა დოლიძესთან.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და ა.შ. პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან და ამით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ ხდება.

„ლელომ“ თქვა, თითქოს, ეს ცალკე პოლიტიკური ორგანიზმი უნდა იყოს. ის სია, რომელიც მათ დაასახელეს, რომელთანაც ისინი ერთიანდებიან, „დროა“ იქნება, „გირჩი“ თუ ა.შ., ესენი არიან პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“. ხოშტარია, ჯაფარიძე და ა.შ. პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან. ამით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური“ მოძრაობა“ ხდება, ვიდრე თავად „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს ყალბი გადაადგილებები... მერამდენეჯერ უნდა მოატყუონ ასე ქართული საზოგადოება?! ამის არავის სჯერა! ჩვენ გვყავს ერთი ოპოზიცია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საცეცებით, სამწუხაროდ ასეა. ოპოზიციას ჰქონდა შანსი ერთპროცენტიანი ბარიერის ფარგლებში, ამის შედეგად პარლამენტში მოხვდა ბევრი პარტია. ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ ამით და თავისი პირადი იდენტობა ჩამოეყალიბებინათ. სამწუხაროდ, ყველა არჩევს, რომ მოექცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილი ქოლგის ქვეშ, იმიტომ, რომ იციან ამით აქვთ წვდომა მედიაზე, ფინანსებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ორი პარტია, რომელთანაც „ლელოს“ პოლიტიკური თანამშრომლობა არ წარმოუდგენია, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“, ხოლო „ლელოს“ თანამშრომლობა წარმოუდგენია „დროასთან“ და „გირჩთან“, ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო