თავისი სუნთქვისშემკვრელი პეიზაჟებით და სტუმართმოყვარეობით განთქმული საქართველო დიდი ხანია იქცა სუროგაციით დაინტერესებული უცხოელი წყვილებისთვის ერთ -ერთ მიმზიდველ ლოკაციად. სუროგაციის მზარდ ბიზნესს თან ახლავს საყოველთაო შეშფოთების ზრდა რიგ ასპექტებთან დაკავშირებით, ამიტომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა გარკვეული ნაბიჯები გადაედგა ა მ ინდუსტრიის დასარეგულირებლად. პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი წყვილებისთვის სუროგაციის აკრძალვას და ყველა დაინტერესებული მხარე იძულებულია მოერგოს შექმნილ სიტუაციას.
ეს სახელმძღვანელო დაწვრილებით განმარტავს შესაძლო ცვლილებებს და მოსალოდნელ შედეგებს, თუ რამდენად აქტუალური ხდება ბიომასალების გადაზიდვის საკითხი და წარმოგიდგენთ სატრანსპორტო კომპანია ARKCryo-ს, როგორც სანდო ლოჯისტიკურ პარტნიორს.
სუროგაციის ახალი კანონპროექტის ძირითადი დებულებები
1.დასაშვებობის კრიტერიუმები
სუროგაციის ახალ კანონში მკაცრად გაწერილია ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ როგორც მომავალი მშობლები , ასევე სუროგატები.
მომავალმა მშობლებმა უნდა დაადასტურონ , რომ ასაკობრივად და ფსიქოლოგიურად მზად არიან იმისათვის, რომ გახდნენ მშობლები და ასევე იმყოფებიან კანონიერ ქორწინებაში ან ხანგრძლივ თანაცხოვრებაში. უფრო მეტიც, აუცილებელია მტკიცებულებები იმ სამედიცინო მიზეზების შესახებ, რომელიც ხელს უშლის ბუნებრივი გზით შვილოსნობას.
თავის მხრივ, სუროგატებმა უნდა დააკმაყოფილონ გარკვეული სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული მოთხოვნები.
2.სუროგაციის სააგენტოების ზედამხედველობა
კანონში გაწერილია მთელი რიგი დებულებები, რომლებიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სუროგაციის სააგენტოების ფუნქციონირებას. მათ უნდა ქონდეთ მოქმედი ლიცენზია და მკაცრად დაიცვან ეთიკური და გამჭვირვალობის პრინციპები.
3.ექსკლუზიური გესტაციური სუროგაცია
ახალი კანონმდებლობით ექსკლუზიური ხდება გესტაციური სუროგაცია, როცა სუროგატს არ აქვს ბიოლოგიური კავშირი ნაყოფთან (ანუ კვერცხუჯრედი , რომელიც გამოიყენება განაყოფიერების დროს, სუროგატს არ ეკუთვნის). ეს კიდევ უფრო მკაფიოს ხდის მომავალი მშობლების უფლებებს და ამცირებს პოტენციურ სამართლებრივ სირთულეებს მომავალში, რომლებიც ტრადიციული სუროგაციის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას.
4.მშობლების უფლებები და თანხმობა
კანონპროექტი ადგენს მომავალი მშობლების უფლებებს ჩასახვის დღიდან. ის ავალდებულებს სუროგატ დედას , რომ მან ნებაყოფლობით უარი თქვას მშობლის ყველა უფლებაზე. პროცესში მონაწილე ყველა მხარემ უნდა წარადგინოს ინფორმირებული თანხმობა ოფიციალური სამართლებრივი შეთანხმების ფარგლებში.
5.ანაზღაურება და ხარჯები
სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხი დაეფუძნება მხოლოდ ,,უანგარობის პრინციპს’’ და აიკრძალება სუროგაციის ნებისმიერი ფორმის კომერციალიზაცია ან ექსპლუატაცია. ამასთან, მომავალი მშობლები ვალდებულნი არიან დაფარონ ყველა სამედიცინო და იურიდიული ხარჯი
თუ სუროგაციის საკითხი თქვენთვის ამჟამად აქტუალურია, ჩვენ გთავაზობთ მოქმედების სტრატეგიას:
თუ აპირებთ ისარგებლოთ სუროგაციის სერვისებით, პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის აუცილებელია ზედმიწევნით ერკვეოდეთ კანონმდებლობის ნიუანსებში:
იმის გათვალისწინებით, რომ კანონის ამოქმედება დაანონსებულია 2024 წლიდან, ძალიან მნიშვნელოვანია თვალის მიდევნება ოფიციალური აპდეითებისთვის და ასევე კონსულტაცია კომპეტენტურ იურისტებთან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კავშირის შენარჩუნება სუროგაციის სააგენტოსთან, რომ ყურადღების მიღმა არ დარჩეს არც ერთი ცვლილება.
თქვენ გულხელდაკრეფილი არ უნდა დაელოდოთ კანონის ამოქმედებას. პროფესიონალებთან კონსულტაციამ შესაძლოა დაგანახოთ ახალი სტრატეგიული გზები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ დაასრულოთ თქვენი დაწყებული პროგრამა ჯერ კიდევ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.
III. თანაგრძნობა და შეთანხმება
გამჭვირვალობა არის ყველა შეთანხმების უმთავრესი წინაპირობა, ეხება ეს კომპენსაციას თუ ვალდებულებებს.
გამჭვირვალობა განსაზღვრავს , რომ იურიდიული კანონი და ეთიკური ნორმები იქნება დაცული და პროცესის ამოსავალი წერტილი იქნება ჰუმანურობა და არა ანგარება.
თუ საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებამ დაგაფიქრათ ალტერნატიული ქვეყნების მოძიების საკითხზე, თქვენს წინ შესაძლებლობების მთელი სამყაროა. გთავაზობთ მოქმედების გეგმას:
კარზე მომდგარი ცვლილებების პარალელურად აქტუალური ხდება ალტერნატიული ქვეყნების მოძიების საკითხიც. თითოეული ქვეყნის კანონმდებლობას გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიუანსები და ამ ნიუანსებში გარკვევა შემდგომი სირთულეების თავიდან აცილების წინაპირობაა.
მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს თქვენს ღირებულებებთან. არ უგულებელყოთ ეთიკური ასპექტები , რომელსაც თქვენს მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილზე გთავაზობენ, რომ ისინი თანხვედრაში იყოს თქვენს პირად შეხედულებებთან და პროცესი სამომავლოდ ჰარმონიულად წარიმართოს.
III. იურიდიული სირთულეები
გამოცდილი, კომპეტენტური ადვოკატი, რომელიც კარგად ერკვევა სუროგაციის საკითხებში საერთაშორისო მასშტაბით, შესაძლოა თქვენი გზამკვლევი და საიმედო დასაყრდენი აღმოჩნდეს.
თითოეული ქეისი უნიკალურია და პროფესიონალის რჩევა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის, იქნება ეს საქართველოში თუ საჭირო გახდება ბიომასალის სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირება.
საიმედო გადამზიდავი კომპანიების მნიშვნელობა
ბიოლოგიური მასალის, განსაკუთრებით კი ემბრიონების ტრანსპორტირება საერთაშორისო მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია სუროგაციით დაინტერესებული პირებისთვის მთელს მსოფლიოში.
ეს კომპანიები საშუალებას აძლევენ უშვილო წყვილებს ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას მიმართონ არა მათ საცხოვრებელ ადგილას, არამედ სხვა ქვეყანაში.
საიმედო გადამზიდავი კომპანიის არჩევა, რომლისთვისაც უმთავრესი პრიორიტეტია უსაფრთხოება და საერთაშორისო პროტოკოლის ნორმების დაცვა, როგორიც არის მაგალითად ARKCryo, არსებით გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კომპანია ARKCryo-მ სრულიად ექსტრემალურ პირობებში წარმატებით განახორციელა 50 000 ზე მეტი ემბრიონის გადატანა უკრაინიდან სლოვაკეთში, რაც ადასტურებს მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმს და მაქსიმალურ ერთგულებას საქმისადმი.
(R)