ბაჩუკი ქარდავა - პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ - „ქართული ოცნების“ მხრიდან  პრეზიდენტზე დარტყმა არის ევროპულ არჩევანზე დარტყმა

პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ - იმ ფონზე, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი აქტივობა საკმაოდ კარგ შეფასებას იმსახურებს ევროკომისიის დასკვნის წინა პერიოდში, „ქართული ოცნების“ მხრიდან დარტყმა პრეზიდენტზე არის ევროპულ არჩევანზე დარტყმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის მიმართ კვლავ აქვს ნეგატიური პოზიცია, თუმცა ამ ვითარებაში იმპიჩმენტი ქვეყნის ევროპული გზის შეფერხებას ნიშნავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვინარჩუნებ პრეზიდენტის მიმართ ნეგატიურ პოზიციას, კითხვის ნიშნები არ შეიძლება არსებობდეს რომ მე, ბაჩუკი ქარდავა, ოპოზიციონერი დეპუტატი მხარს არ დავუჭერ იმპიჩმენტის პროცედურას, რომელიც წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ამის მიზანი არ არის სახელმწიფო ინტერესების ან კონსტიტუციის დაცვა. „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს ორი რამ: გარკვეული პოლიტიკური პროცესებიდან გადაიტანონ ყურადღება. ამასთან, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი აქტივობა საკმაოდ კარგ შეფასებას იმსახურებს ევროკომისიის მხრიდან, „ქართული ოცნების“ მხრიდან დარტყმა პრეზიდენტზე არის ევროპულ არჩევანზე კიდევ ერთი მძიმე დარტყმა. დარბაზში ყოფნა-არყოფნაზე რაიმე გადაწყვეტილება არ მაქვს, შეიძლება ვიყო, შეიძლება არ ვიყო, მაგრამ იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ეს იგივეა შეაფერხო ევროპული გზა. ამას აკეთებს ივანიშვილი,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია