სტეპან გრიგორიანი - ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული აზერბაიჯანს სომხეთისაგან მთიან ყარაბაღსა და ზანგეზურის კორიდორზე რუსეთთან სრული კონტროლის გარდა, კიდევ რა უნდა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების თემებზე „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გროგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ და ცეცხლის გახსნის შემდეგ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აგრძელებენ საომარ მოქმედებებს.

ახლა რა ხდება და თქვენი აზრით, რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი?

- აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღისთვის ფართომასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანელებმა დაიწყეს სტეპანოკერტის დაბობმვა. მასშტაბებზე მიჭირს საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანული არტილერია სტეპანოკერტს ბომბავს.

მაგრამ, შემიძლია ვთქვა, აზერბაიჯანული ძალები ძირითადად, შეტევებს ახორციელებენ მთიანი ყარაბაღის სოფლებზე და ამ ზონაში მცხოვრებისგან დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

ავტორიტარული რეჟიმების ტრადიციაშია პრობლემების ძალის გამოყენებით გადაჭრა. აზერბაიჯანი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და გადაწყვეტილი აქვს მთიანი ყარაბაღის პრობლემა ძალითა და ომით გადაწყვიტოს და მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა ჩაატაროს

ავტორიტარული რეჟიმების ტრადიციაშია პრობლემების ძალის გამოყენებით გადაჭრა. ჩემი აზრით, აზერბაიჯანი საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმაში, რომ გადაწყვეტილი აქვს მთიანი ყარაბაღის პრობლემა ძალითა და ომით გადაწყვიტოს. რადგან ისინი თვლიან, რომ მთიანი ყარაბაღი მათი ტერიტორიაა, აქვთ უფლება ძალით გაყარონ მთიანი ყარაბაღიდან იქ დარჩენილი სომხური მოსახლეობა.

ახლა რაც ჩანს ისაა, რომ აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები დაიწყო მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში განადგურებულია სომხური პოლკი, რადიოსადგური, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განადგურებულია ყველა სომხური ბლოკ-პოსტი, ხანკენდი( სტეპანოკერტი) -ხოჯჟინიდის გზაზე სომხური ბრიგადა.

საომარი მოქმედებები 3 საათის დაწყებულია და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი უპირატესობის მიღწევა მოასწრო.

მას შემდეგ, რაც სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა, ორ ქვეყანას შორის პრობლემები წესით არ უნდა ყოფილიყო. ბაქოს პოზიცია ასეთია - მთიან ყარაბაღში დარჩენილებმა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და მშვიდობიანად გააგრძელონ ცხოვრება.

ვიცით, რომ ერევანი ითხოვდა მთიან ყარაბაღში დარჩენილების უფლებების დაცვას. კი ბრძანეთ, რომ აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების ეთნიკური წმენდის განხორციელება სურს, მაგრამ, ამის გაკეთება რამდენად რეალისტურად გამოიყურება?

- ფაქტია, რომ აზერბაიჯანს არ სურს მთიან ყარაბაღში დარჩენილების უფლებების დაცვა, ამისთვის გადაკეტეს მათ ლაჩინის კორიდორი. როგორც ჩანს, აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების დაცვაზე თავისი და უცნაური შეხედულებები აქვს.

იმისათვის, რომ მთიან ყარაბაღში სომხებს მშვიდობიანად ეცხოვრათ, სომხეთმა აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ საგუშაგოები გახსნეს და დახურეს ლაჩინის კორიდორი და არ ატარებდნენ ჰუმანიტარულ ტვირთს.

იმისათვის, რომ მთიან ყარაბაღში სომხებს მშვიდობიანად ეცხოვრათ, სომხეთმა აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ საგუშაგოები გახსნეს და დახურეს ლაჩინის კორიდორი და არ ატარებდნენ ჰუმანიტარულ ტვირთს

- რამდენადაც მახსოვს, აზერბაიჯანმა აგდამის მხრიდან წითელი ჯვრის რუსული განყოფილების მონაწილეობით მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი მეორე კორიდორი გახსნა...

- სწორს ამბობთ, ასეც მოხდა, მაგრამ უცნაური ისაა, რომ აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების დაწყებამდე ლაჩინის კორიდორი თავად გახსნა.

ყველას ავიწყდება თუ რის გამო დაიწყო კონფლიქტი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. თუ დაავიწყდათ, შევახსენებ - აზერბაიჯანი ყოველთვის უშლიდა ხელს მთიან ყარაბაღში მცხოვრებლებს ურთიერთობა ჰქონოდათ სომხეთთან. ეს კონფლიქტი სწორედ ამის გამო დაიწყო. თავის დროზე ბაქო წინააღმდეგი რომ არ ყოფილიყო სომხეთსა და მთიან ყარაბაღს სომხებს შორის ნორმალური ურთიერთობების, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი არც დაიწყებოდა.

თავის დროზე ბაქო წინააღმდეგი რომ არ ყოფილიყო სომხეთსა და მთიან ყარაბაღს სომხებს შორის ნორმალური ურთიერთობების, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი არც დაიწყებოდა

აზერბაიჯანი 90-იან წლებშიც ცდილობდა მთიან ყარაბაღსა და სომხეთის დამაკავშირებელი გზების ჩაკეტვას. სამწუხაროა, რომ ახლა ისინი იგივეს აკეთებენ. ვიმეორებ, აზერბაიჯანმა ზუსტად გუშინ გახსნა ლაჩინის კორიდორი, მაგრამ დღეს საომარი მოქმედებები დაიწყო. ვიმეორებ, ჩემი აზრით, ბაქომ მიიღო გადაწყვეტილება რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა ძალით გადაწყვიტოს.

- ვხედავთ, რომ საომარი კონფლიქტი დაწყებულია, თან ფართომასშტაბიანი. გასაგებია, რომ მძიმე ტექნიკით რუსი სამშვიდობოები შეიარაღებული არ არიან, მაგრამ, თქვენი ინფორმაციით რას აკეთებენ კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები?

- კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები არაფერს არ აკეთებენ, რადგან ისინი ახლა აზერბაიჯანის მხარეს არიან. ანუ, რუსეთ-აზერბაიჯანულ-თურქული ინტერესები ახლა კრემლისთვის უფრო წონადია, ვიდრე რუსეთ-სომხური ინტერესები.

ამის გამოა, რომ აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტში რუსეთი არანაირი არც შუამავალი არაა და არც მშვიდობისმყოფელი. მე და ჩემი კოლეგები ამას ვეუბნებოდით წინა ხელისუფლებას და ახლა ვეუბნებით სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას. რუსეთი აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში დაინტერესებული მხარეა, რომელიც ახლა აშკარად და ღიად აზერბაიჯანის მხარესაა.

რუსეთ-აზერბაიჯანულ-თურქული ინტერესები ახლა კრემლისთვის უფრო წონადია, ვიდრე რუსეთ-სომხური ინტერესები

ამიტომაცაა, რომ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში ახლა არაფერს რომ არ აკეთებენ. მეტიც, მე მგონია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები და რუსი სამშვიდობოები გარკვეულ საკითხებს ერთმანეთში ათანხმებენ.

- რადგან აზერბაიჯანს აღარ ჰქონდა მთიანი ყარაბღის პრობლემა იმის გამო, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა, რჩება შთაბეჭდილება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყება უკავშირდება ბაქოს სურვილს რუსეთთან ერთად გააკონტროლოს მეღრის, ანუ ზანგეზური კორიდორი, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს, მაგრამ იმავდროულად ეს გზა სომხეთსა და ირანს შორის საზღვარზე მდებარეობს....

- დიახ, თქვენ სწორად შენიშნეთ თუ რა შეიძლება იყოს ბაქოს მიზანი. სომხეთი ამბობს, რომ მზადაა აზერბაიჯანმა უპრობლემოდ გამოიყენოს ზანგეზურის კორიდორი, მაგრამ, ისე, რომ ამ გზას სომხეთი თავად აკონტროლებდეს.

რუსეთი ამბობს, რომ ეს კორიდორი რუსეთმა უნდა აკონტროლოს. ამიტომაცაა, რომ ახლა რუსეთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოქმედებს და სომხეთი იძულებული გახდეს დათმოს კონტროლი მეღრის, ანუ ზანგეზურის კორიდორზე.

რუსეთი ამბობს, რომ ეს კორიდორი რუსეთმა უნდა აკონტროლოს. ამიტომაცაა, რომ ახლა რუსეთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ მოქმედებს და სომხეთი იძულებული გახდეს დათმოს კონტროლი მეღრის, ანუ ზანგეზურის კორიდორზე

- ანუ, მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული სამხედრო კომპანიის მიზანია ბაქომ ზეწოლა მოახდინოს ერევანზე, რომ დიდი ხმაურის ფონზე ბაქომ და მოსკოვმა კონტროლი მიიღონ ზანგეზურის კორიდორზე?

- დიახ, ასეა. ბაქო ერთი მხრივ ცდილობს მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნას, ხოლო მეორე მხრივ ბაქო და მოსკოვი ზანგეზურის კორიდორზე კონტროლის მოსაპოვებლად ერთად მოქმედებენ.

- ამ თემაზე ირანი ხმაურიან განცხადებებს კი აკეთებდა, მაგრამ, რატომღაც არა მგონია თეირანის ღიად წავიდეს აზერბაიჯანთან და თურქეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე?

- ირანი მთიანი ყარაბაღის გამო ვითარების გამწვავებაზე არ წავა, მაგრამ თუ აზერბაიჯანი და რუსეთი შეეცდებიან ზანგეზურის კორიდორის გაკონტროლებას, ირანი ამ ქვეყნებთან სამხედრო დაპირისპირებას არ მოერიდება და სომხეთისა და ირანს შორი საზღვარს დაიცავს.

თუ აზერბაიჯანი და რუსეთი შეეცდებიან ზანგეზურის კორიდორის გაკონტროლებას, ირანი ამ ქვეყნებთან სამხედრო დაპირისპირებას არ მოერიდება და სომხეთისა და ირანს შორი საზღვარს დაიცავს

ამის შესახებ განცხადება დღეს ირანის პარლამენტის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

- რადგან აზერბაიჯანმა საკმაოდ დიდი მასშტაბის სამხედრო ოპერაცია დაიწყო, დარწმუნებული ვარ, რომ ბაქოს თავისი სამხედრო ქმედებები იმასთანაცაა აქვს შეთანხმებული.

გამოდის რომ ჩვენ სამხრეთ კავკასიაში შეიძლება დიდი მასშტაბის ხანძარიც მივიღოთ?

- არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ხანძარი მართლაც დაიწყოს. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი მადა ექნება ოფიციალურ ბაქოს. სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა იმიტომ აღიარა, რომ ორ ქვეყანას შორის ომი დასრულებულიყო.

ახლა ყველაფერი იმაზე დამოკიდებული თუ რა მადა ექნება აზერბაიჯანს. ვიმეორებ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღი იმიტომ აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიად, რომ ბაქოს იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან საერთო ენა გამოენახა.

ამის ნაცვლად, სექტემბრის პირველ რიცხვებში აზერბაიჯანმა სომხეთის აღმოსავლეთში, კერბაჯართან, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან ახლოს დასახლებულ პუნქტ სოკტისთან საომარი მოქმედებები დაიწყო. ვიმეორებ, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული აზერბაიჯანს სომხეთისაგან მთიან ყარაბაღსა და ზანგეზურის კორიდორზე რუსეთთან სრული კონტროლის გარდა, კიდევ რა უნდა. ამას დრო გვანახებს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი