სალომე სამადაშვილი - ივანიშვილმა სახელმწიფო გაგვიუქმა - უთხარით თურნავას, რომ სახელმწიფოს გაუქმების უფლებას არავის მივცემთ!

გუშინ ივანიშვილმა გაგვიუქმა სახელმწიფო - გამოდით მეგობრებო, სანამ დროა და ჯერ კიდევ შეგიძლიათ ქუჩაში გამოსვლა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს თეა წულუკიანის მოსმენას, რომელიც მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება პარლამენტში, აზრი არ აქვს.

სამადაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა თურნავას ბრძანება ეროვნულ ბანკთან გააპროტესტონ.

„ჩვენ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაგვიუქმა სახელმწიფო, ჩვენ გვითხრეს, რომ სახელმწიფო აღარ ვართ. „ეფესბეს”, რუსეთის სპეცსამსახურების ქვედანაყოფები მართავენ ქვეყანას. ამიტომ გამოდით მეგობრებო, სანამ დრო არის და ქუჩაში შეგიძლიათ ჯერ კიდევ გამოსვლა, რადგან მალე ამის შესაძლებლობასაც აღარ მოგცემენ, დღეს 5 საათზე მოდით ეროვნულ ბანკთან და უთხარით თურნავას, რომ სახელმწიფოს გაუქმების უფლებას არავის მივცემთ და ამ პარლამენტში „ეფესბეს“ წარმომადგენელი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელ ხალხთან დღევანდელ განხილვაზე, თეა წულუკიანის, რუსული საოკუპაციო რეჟიმის სამარცხვინო წარმომადგენლის მოსმენას, რომელიც რუსეთის დავალებით ანადგურებს ქართულ კულტურას, დღეს ნამდვილად არ აქვს აზრი, ამიტომ დღეს ჩვენ სხდომას აღარ დავესწრებით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის