შალვა პაპუაშვილი საპროტესტო ბანერის გაშლაზე - რამდენიმე ქალი დეპუტატი შეურაცხყოფს როგორც პარლამენტის მანდატს, ასევე ჩრდილს აყენებს ქალის როლს პოლიტიკაში - სამწუხაროდ, კოლეგა კაცი დეპუტატები ამ ქალებს ამოფარებულები არიან

ეს რამდენიმე ქალი დეპუტატი, ვფიქრობ, განსაკუთრებით შეურაცხყოფენ როგორც პარლამენტის მანდატს, ასევე ჩრდილს აყენებს ქალის როლს პოლიტიკაში - სამწუხაროდ, კოლეგა კაცი დეპუტატები ამ ქალებს ამოფარებულები არიან და იმდენი სითამამე არ აქვთ, რომ ეს თვითონ გააკეთონ, გვერდით დაუდგნენ, ან თუ არ ეთანხმებიან, რაღაც უთხრა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც თეა წულუკიანის გამოსვლისას ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა საპროტესტო პლაკატი გაშალეს.

პაპუაშვილის თქმით, მთავარი როლი, რაც აღნიშნულ დეპუტატებს აქვთ მოსხმული, არის ისტერია და რადიკალიზმი.

„ეს სამარცხვინო ინციდენტია და ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით, ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი პარლამენტის წევრმა შეიძლება იკადროს. ეს არის დისკრედიტაცია, მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში, როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი და აბსოლუტური შელახვა ადამიანის ღირსებისა. განსაკუთრებით ეს რამდენიმე ქალი დეპუტატი, ვფიქრობ, განსაკუთრებით შეურაცხყოფენ როგორც პარლამენტის მანდატს, ასევ ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი შეუძლიათ. სამწუხაროდ, კოლეგა კაცი დეპუტატები ამ ქალებს ამოფარებულები არიან და იმდენი სითამამე არ აქვთ, რომ ეს თვითონ გააკეთონ ან გვერდით დაუდგნენ, ან თუ არ ეთანხმებიან რაღაც უთხრა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარული სხდომის ტრიბუნასთან, სადაც კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოდის, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პლაკატი გაშალეს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ლოგოსთან ერთად ჰქონდა რუსული წარწერა -Русский военный корабль, иди на х... პარლამენტის თავმჯდომარე, ოპოზიციონერებს დარბაზიდან გასვლისკენ მოუწოდა, შემდეგ კი მათ დარბაზი მანდატურების საშუალებით დაატოვებინა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის