„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - ნათია თურნავამ თანამდებობა  დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საქართველოს ეროვნული ბანკში დაკავებული თანამდებობა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ასევე დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ნათია თურნავას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება.

„საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა აქარწყლებს უდანაშაულობის პრეზუმფციას. აღნიშნული დანაწესი თავის თავში გულისხმობს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი სისხლის სამართლებრივი ურთიერთობის/დევნის დროს გამოიყენება და არა სამოქალაქო სამართლებრივი სასამართლო წარმოებისას ან/და გარკვეული ფინანსური/ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებისას.

სანქციების ძირითადი მიზანია, სისხლის სამართლებრივი დევნის არარსებობის პირობებში, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ხელშეწყობისას, პირს დაუყოვნებლივ შეეზღუდოს ფინანსურ რესურსებზე წვდომა. 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებამ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს საქართველოში აზრი დაუკარგა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 19 სექტემბრის საგამონაკლისო ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება, რომელსაც სასამართლოს მიერ პირის დამნაშავედ ცნობა უნდა მოჰყვეს (რაც დროში გაწელილი პროცესია), პირის შეუზღუდავად მიუწვდება ხელი ფინანსურ რესურსებზე, რაც უკანონობის დაფინანსებას ან ხელშეწყობას წლების განმავლობაში ვერ აღკვეთს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტება აზრს მოკლებულია იმის გათვალისწინებითაც, რომ სისხლის სამართლებრივი საქმისწარმოების დროს, პირის დამნაშავედ ცნობამდე, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კანონმდებლობით ნებადართულია ფინანსურ აქტივებზე წვდომის შეზღუდვა, საბანკო ანგარიშების დაყადაღების ჩათვლით. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, როდესაც ქონების/საბანკო ანგარიშების დაყადაღება შესაძლებელია სასამართლოში სარჩელის აღძვრამდეც.

შესაბამისად, არგუმენტი, რომ სებ-ის ცვლილება კონსტიტუციის დაცვას უკავშირდება და ფარცხალაძის მიმართ ბანკებმა და სახელმწიფოებმა ღონისძიებები არ უნდა აწარმოონ უდანაშაულობის პრეზუმფციის გამო, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.

ირაკლი კობახიძის განცხადება, რასაც, ბუნებრივია, წინ უსწრებდა ან თან სდევდა პოლიტიკური გადაწყვეტილება სანქციებით დადგენილი რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, წარმოადგენს კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას, რასაც უკვე მოჰყვა საქართველოს ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვება.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს.[1] შესაბამისად, ის დამოუკიდებელი ორგანოა და არ უნდა ექცეოდეს სხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებისა თუ დაწესებულების გავლენის ქვეშ. საგამონაკლისო წესის შექმნით, ნათია თურნავამ საფრთხის ქვეშ დააყენა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ქვეყნის ევროპული მომავალი.

შექმნილ მდგომარეობაში, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს:

ნათია თურნავამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საქართველოს ეროვნული ბანკში დაკავებული თანამდებობა;

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ნათია თურნავას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება“,-აღნიშნულია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო