სალომე სამადაშვილმა, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად, კანონპროექტზე კითხვის დასმის შესაძლებლობა ოთარ ფარცხალაძის საკითხის შესაფასებლად გამოიყენა, რის გამოც შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო

ოთარ ფარცხალაძე დასანქცირდა აშშ-ის მიერ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ერთ-ერთი, რასაც ის ლობირებდა იყო პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთ-საქართველოს შორის, იმიტომ რომ ასე გაუადვილდებოდა მას რუსეთისთვის ხელშეწყობა სანქციებისთვის თავის არიდების მხრივ, - ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა, სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად, განსახილველ კანონპროექტზე კითხვის დასმის შესაძლებლობა ოთარ ფარცხალაძის საკითხის შესაფასებლად გამოიყენა, რის გამოც, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას აზრის დასრულების საშუალება არ მისცა და მიკროფონი გამოურთო.

როგორც თავის გამოსვლაში სამადაშვილმა აღნიშნა, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენით, ოთარ ფარცხალაძეს ასევე გაუადვილდებოდა საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის წარმოება.

„თქვენ როგორც იცით, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენელი ოთარ ფარცხალაძე დასანქცირდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სხვადასხვა მიზეზებით. მათ შორის, ერთ-ერთი, რასაც ის ლობირებდა, ეს იყო პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის, იმიტომ, რომ ასე გაუადვილდებოდა მას რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდებისთვის ხელშეწყობა, შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობა და ამიტომ დასანქცირდა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო