პლენარულ სხდომაზე გიორგი ვაშაძის მიერ ვახტანგ გომელაურის მისამართით ნათქვამ რეპლიკებს უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა - „ქართული ოცნების“ დეპუტატების რიგებიდან ისმოდა შეძახილები, რომ „ვაშაძე გაილახება“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურისადმი მიმართვამ უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

ვაშაძის მისამართით უმრავლესობის რიგებიდან ისმოდა შეძახილი, რომ ის „გაილახება“, არის „ნაბიჭვარი“, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა ვაშაძის სხდომათა დარბაზიდან გაყვანაც მოითხოვეს.

პლენარულ სხდომათა დარბაზში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საჭირო ტექნიკა გააჩნია, რაც მოწინავე ქვეყნებს აქვს.

ამასთან, გომელაურმა ისაუბრა მაშველების შოვში ჩასვლის დეტალებზე.

მინისტრის განცხადებებს ვაშაძე ადგილიდან პასუხობდა, რომ თუკი შსს–ს ახალი ტექნიკა აქვს, რატომ არ ჩაიყვანეს შოვში. მან ასევე მინისტრს მიმართა, რომ სამაშველო ოპერაცია სტიქიის ადგილას არა სტიქიის დღეს, არამედ მომდევნო დღეს დაიწყო. ვაშაძის ადგილიდან გაკეთებულმა ამ რეპლიკებმა უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა ვითარება უფრო სერიოზულ დაპირისპირებამდე არ მისულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო