დიმიტრი ბიძინაშვილი - ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას დაანახოს, როგორ გაუსწორდებიან ყველას, ვინც ხელისუფლების მხარეს არ არის

ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას დაანახოს, რა უსუსურ მდგომარეობაში არიან, როგორ გაუსწორდებიან ყველას, ვინც ხელისუფლების მხარეს არ არის პოლიციის ხელით, ე.წ. კრიმინალების ხელით, რომლებიც ხელისუფლებასთან და პოლიციასთან თანამშრომლობენ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა " სრულიად უმიზეზოდ არიან დაკავებულები".

"საკრებულოში განვითარებული მოვლენების, პოლიტიკური დებატების შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრებმა, მათ შორის, კახა კალაძემ, ზარნაძემ, გადაწყვიტეს, რომ ანგარიშსწორება მოეწყოთ საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე. ვნახეთ, რომ მას სახლთან მიუვარდნენ მშობლების, ქალების და ბავშვების თვალწინ, 40-მდე ადამიანმა იძალადა ოთხ კაცზე. ეს არაფერში არ ჯდება, არც პოლიტიკურ სიტუაციაში, არც ადამიანობაში, არც იმაში არ ჯდება, რასაც საკუთარ თავს უწოდებენ, რომ რაღაცა ქურდული მენტალიტეტის ხალხია. სწორედ ამას მოჰყვა ნიკა მელიასა და იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც მხოლოდ დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნაზე პოლიციამ დაკავებები დაიწყო. სრულიად უმიზეზოდ არიან დაკავებულები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე, კუპრავა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს, ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას დაანახოს, რა უსუსურ მდგომარეობაში არიან ისინი, როგორ გაუსწორდებიან ყველას, ვინც ხელისუფლების მხარეს არ არის პოლიციის ხელით, ე.წ. კრიმინალების ხელით, რომლებიც ხელისუფლებასთან და პოლიციასთან თანამშრომლობენ. შემდგომ უკვე საზოგადოებას ანახებენ, როგორ გაუსწორდებიან სასამართლოს ხელით. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ საზოგადოებაში უფრო მეტი ნიჰილიზმი დათესონ, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება, არაფრის მოქმედება არ შეიძლება. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ამით ვერავის ვერ დააშინებენ და ვერ შეაშინებენ. ამ ქვეყანაში რუსული მმართველობა ფეხს ვერასდროს მოიკიდებს. "ეფესბეს" აგენტი ფარცხალაძე, ვერასდროს ვერ იქნება ამ ქვეყნის სახე და ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი ვერ იქნება ამ ქვეყნის მმართველი",- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, "ქართულ ოცნებას" აქტიური ნიკა მელია გარეთ არ სჭირდება".

"პოლიციელებზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ეს "ქართულ ოცნებას" იმისთვის სჭირდება, რომ რაღაცნაირად ბერკეტი დაიტოვოს. აქტიური ნიკა მელია მას გარეთ არ სჭირდება. რას მოიმოქმედებს ის არავინ არ იცის, არც ისაა გამორიცხული, რომ სისხლით დაიწყოს გამოძიება და არც ის, რომ უბრალოდ თაროზე შემოდოს და წინასაარჩევნოდ გამოიყენოს ეს ფაქტი",- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დიმიტრი ბიძინაშვილი - ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას დაანახოს, როგორ გაუსწორდებიან ყველას, ვინც ხელისუფლების მხარეს არ არის

ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას დაანახოს, რა უსუსურ მდგომარეობაში არიან, როგორ გაუსწორდებიან ყველას, ვინც ხელისუფლების მხარეს არ არის პოლიციის ხელით, ე.წ. კრიმინალების ხელით, რომლებიც ხელისუფლებასთან და პოლიციასთან თანამშრომლობენ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა " სრულიად უმიზეზოდ არიან დაკავებულები".

"საკრებულოში განვითარებული მოვლენების, პოლიტიკური დებატების შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრებმა, მათ შორის, კახა კალაძემ, ზარნაძემ, გადაწყვიტეს, რომ ანგარიშსწორება მოეწყოთ საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე. ვნახეთ, რომ მას სახლთან მიუვარდნენ მშობლების, ქალების და ბავშვების თვალწინ, 40-მდე ადამიანმა იძალადა ოთხ კაცზე. ეს არაფერში არ ჯდება, არც პოლიტიკურ სიტუაციაში, არც ადამიანობაში, არც იმაში არ ჯდება, რასაც საკუთარ თავს უწოდებენ, რომ რაღაცა ქურდული მენტალიტეტის ხალხია. სწორედ ამას მოჰყვა ნიკა მელიასა და იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც მხოლოდ დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნაზე პოლიციამ დაკავებები დაიწყო. სრულიად უმიზეზოდ არიან დაკავებულები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე, კუპრავა. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს, ხელისუფლებას სურს, საზოგადოებას დაანახოს, რა უსუსურ მდგომარეობაში არიან ისინი, როგორ გაუსწორდებიან ყველას, ვინც ხელისუფლების მხარეს არ არის პოლიციის ხელით, ე.წ. კრიმინალების ხელით, რომლებიც ხელისუფლებასთან და პოლიციასთან თანამშრომლობენ. შემდგომ უკვე საზოგადოებას ანახებენ, როგორ გაუსწორდებიან სასამართლოს ხელით. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ საზოგადოებაში უფრო მეტი ნიჰილიზმი დათესონ, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება, არაფრის მოქმედება არ შეიძლება. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ამით ვერავის ვერ დააშინებენ და ვერ შეაშინებენ. ამ ქვეყანაში რუსული მმართველობა ფეხს ვერასდროს მოიკიდებს. "ეფესბეს" აგენტი ფარცხალაძე, ვერასდროს ვერ იქნება ამ ქვეყნის სახე და ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი ვერ იქნება ამ ქვეყნის მმართველი",- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, "ქართულ ოცნებას" აქტიური ნიკა მელია გარეთ არ სჭირდება".

"პოლიციელებზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ეს "ქართულ ოცნებას" იმისთვის სჭირდება, რომ რაღაცნაირად ბერკეტი დაიტოვოს. აქტიური ნიკა მელია მას გარეთ არ სჭირდება. რას მოიმოქმედებს ის არავინ არ იცის, არც ისაა გამორიცხული, რომ სისხლით დაიწყოს გამოძიება და არც ის, რომ უბრალოდ თაროზე შემოდოს და წინასაარჩევნოდ გამოიყენოს ეს ფაქტი",- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია