ბექა ოდიშარია - წარმოიდგინეთ აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში, ვინმე მუშტი-კრივით დაუპირისპირდეს პოლიციას, იქ რა მოხდება, გაცილებით მწვავე რეაქცია იქნება -  ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები და კაცთმოყვარენი არიან

ირაკლი ეძგვერაძის ადგილას ცოტას დავფიქრდებოდი, თუ ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერზე კახა კალაძის ხსენება უნდათ, ეს მაგათ ნამუსზე იყოს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

ოდიშარიას თქმით, ყველა ფორმის ძალადობას გმობს.

„პირველ რიგში, აბსოლუტურად ვგმობ ყველანაირ ძალადობას, როგორც საკრებულოს, ისე პარლამენტის დარბაზში და ბუნებრივია, მით უმეტეს ქუჩაში და იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა.

რაც შეეხება ეძგვერაძის ბრალდებებს, მის ადგილას ცოტას დავფიქრდებოდი, რადგან თუ ახლა ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერზე კახა კალაძის ხსენება უნდათ, ეს მაგათ ნამუსზე იყოს.

რაც შეეხება ზარნაძეს, მან კატეგორიულად უარყო მონაწილეობა ამაში, მით უმეტეს ორგანიზებაში. რამდენადაც ვიცი, თავდამსხმელები და ეძგვერაძე ბავშვობის მეგობრები არიან და ნათელმირონი, ეს დადასტურებულად ცნობილია საზოგადოებისათვის. მისგან მისი ბავშვის ნათლიისადმი ბრალდებების წამოყენება, რამდენად მართებულია, რომ მიებას კახა კალაძეს, ამაზე საზოგადოება იმსჯელებს“, - განაცხადა ოდიშარიამ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას დაკავების პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება პოლიციელს ხელი მოუქნიო, მუშტი დაარტყა“

„ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერ თემას 1%-იანი და ერთკაციანი პარტიები იყენებენ იმისათვის, რომ რამენაირად იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე.

რაც შეეხება ნიკა მელიას თუ სხვას, რაც არ უნდა ადამიანები მავნებლები იყვნენ ან პროვოკატორები, ციხისთვის მე არავინ მემეტება, თუმცა არის ასეთი სამართლებრივი გარემოება, რომ ის არის გირაოს ქვეშ და მან მოახდინა პოლიციის პროვოცირება. იქ ჩანს, რომ პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა. თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან დიდ ბრიტანეთში, რომ ვინმემ მუშტი-კრივით დაუპირისპირდეს პოლიციას, იქ რა მოხდება - გაცილებით მწვავე რეაქცია იქნება, ჩვენი პოლიციელები მაინც ქართველები და კაცთმოყვარენი არიან. სხვათა შორის ინფორმირებულები არიან, რომ მაქსიმალურად ჰუმანურად მოეპყრონ, თუმცა შეიძლება ვიღაცის თვალში დაკავება არანაირად არ გამოიყურებოდეს ჰუმანურად, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო იქ შექმნილი მდგომარეობიდან, არ შეიძლება პოლიციელს ხელი მოუქნიო, პირდაპირ მუშტი დაარტყა და პირდაპირ კონტაქტში შეხვიდე და აგინო და ა.შ. ეს წარმოუდგენელი ამბავია მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო