გიორგი ბოტკოველი - ეროვნულ ბანკში საპროტესტო პეტიციის შეგროვება დაიწყო, თუმცა ამ ინფორმაციამ გაჟონა და სუს-მა ყველა დაკითხა - ადამიანებს პოზიციის შეცვლისკენ მითითებების მიცემა დაუწყეს, რის შემდეგაც ეს პროცესი ჩაიშალა

ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ, ბანკში საპროტესტო პეტიციის შეგროვება დაიწყო, რომელსაც თანამშრომლები აწერდნენ ხელს - ამ ინფორმაციამ, როგორც ჩანს, გაჟონა და ერთმანეთის მიყოლებით სუს-მა ყველა დაკითხა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, სუს-მა სათითაოდ დაუწყო ადამიანებს პოზიციის შეცვლისკენ მითითებების მიცემა.

ნათია თურნავას გადაწყვეტილებამ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია თვითონ საბჭოს წევრებში და ვიცე-პრეზიდენტებმა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს თანამდებობები. ამასთან, შიგნით ბანკში, საპროტესტო პეტიციის შეგროვება დაიწყო, რომელსაც ბანკის თანამშრომლები აწერდნენ ხელს. ამ ინფორმაციამ საიდანღაც გაჟონა, ჩაერთო მთელი ძალოვანი სტრუქტურა - სუს-ი, შევიდნენ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, ეროვნულ ბანკში უკვე თანამშრომლების დაბარება დაიწყეს, ასე ვთქვათ, HR-ის ოთახში და სათითაოდ დაუწყეს ადამიანებს პოზიციის შეცვლისკენ მითითებების მიცემა. ამის შემდეგ, ჩაიშალა ეს პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ პროტესტი გამოხატეს არა კონკრეტულმა ადამიანებმა, ვინც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იყვნენ, არამედ თითქმის ყველა რიგითმა თანამშრომელმა“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო