კახა გოგოლაშვილი - არ მჯერა კონსპირაციული თეორიების, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ეხება, ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის ვიზიტი კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადამწყვეტია, თუმცა დადებითი განწყობის შექმნა ერთ-ერთი უმთავრესი შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტი შეაფასა.

მისივე თქმით, ევროკავშირი წესებზე დამყარებული კავშირია და საბოლო ჯამში, სურათი იქიდან გამომდინარე იქმნება, თუ როგორ შეფასდება პროგრესი ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც ითხოვენ.

გოგოლაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა ჰგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ანგარიშს უწევს.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხს - გოგოლაშვილის განცხადებით, სურს დაიჯეროს, რომ „აქ საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ფარცხალაძემ თავი პასუხისმგებლობისგან არ დაიძვრინოს.

„თუ ის იქნება მაგალითად, მხოლოდ რუსეთის მოქალაქე და მას საშუალება მიეცა, რომ ქვეყნიდან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში გავიდეს, მას საქართველო ასე მარტივად ვერ ჩამოიყვანს, იმიტომ რომ მას რუსეთი დაიცავს. დაახლოებით ეს აზრია, ალბათ, ამაში ჩადებული. მე არ მჯერა ამ კონსპირაციული თეორიების, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ეხება. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მე მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ის ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს. აქ, შესაძლოა, საუბარია იმაზე, რომ ის ვერ გამოვიდა ივანიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობიდან, იმიტომ რომ პრაქტიკულად, მისი დამსახურებით გახდა ის პრეზიდენტი. მაგრამ არის საკითხები, სადაც აშკარად ვხედავ, რომ ის უკომპრომისოა, ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ამას მივესალმები. დანარჩენ საკითხებში ხანდახან ჩემთვისაც რჩება კითხვის ნიშნები და ვფიქრობ, რომ ივანიშვილს რაღაც ბერკეტი მაინც აქვს დატოვებული სალომე ზურაბიშვილზე ზემოქმედების“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მან ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამდენი პოლიტიკური სკანდალის შემდეგ, შესაძლოა, 12 პრიორიტეტის შესრულება საკმარისი არ იყოს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

„ნურავის ჰგონია, რომ 12 პრიორიტეტით ყველაფერი ამოწურულია. ის 12 პრიორიტეტი არის აუცილებელი პირობა, რომელიც შენ უნდა შეასრულო. იმ მდგომარეობაში, რომელშიც წელიწად-ნახევრის წინ საქართველო იყო, ისინი ხედავდნენ, რომ ეს საკმარისი იყო, მაგრამ დღეს ამდენი პოლიტიკური სკანდალის შემდეგ, შეიძლება, ეს 12 პრიორიტეტი რომ შეასრულო, საკმარისი არ იყოს, რომ ისინი გენდონ და კანდიდატის სტატუსი მაინც მოგცენ. ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, რისკებს არ ითვალისწინებს. ურსულა ფონ დერ ლაინერის განცხადებების მიხედვით, დავასკვენი, რომ ევროკომისიის დონეზე რაღაც შეხედულებები არის, რომ ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ, თუმცა ნამდვილად არის დრო იმისთვის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ და ევროკომისიამ მაინც მოგვცეს დადებითი რეკომენდაცია“, - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო