შალვა პაპუაშვილი - კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს - ვფიქრობ, წელს, ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას

კანდიდატის სტატუსის არმინიჭების არანაირი მიზეზი არ არსებობს, თუ ვინმეს საბაბის მოძებნა უნდა, საბაბს ყოველთვის მოძებნის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს რუმინეთში ვიზიტისას განუცხადა.

პაპუაშვილი იმედოვნებს, შარშანდლისგან განსხვავებით, საქართველოსთან მიმართებაში წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკითხს და „ტრიოს“ მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, შარშან ისე მოხდა, საქართველოს კანდიდატობის სტატუსი არ მიენიჭა, გარკვეულწილად, ის „ასოცირებული ტრიო“ დაირღვა, რომელიც, უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს შემადგენლობით ჯერ კიდევ არსებობს და მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ასეთი სტრატეგიული მიდგომებით მიიღოს გადაწყვეტილება, „ტრიო“ არ დაშალოს, არამედ, სამივე ქვეყანა თანაბრად წაწიოს წინ ევროპის გზაზე.

დღესდღეობით, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ბევრმა გააცნობიერა რომ შარშან, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როგორც სტრატეგიული და პოლიტიკური შეცდომა იყო, ასევე სამართლიანობის და დამსახურებაზე დაფუძნებით მიღებული გადაწყვეტილების მხრივ იყო შეცდომა. ვფიქრობ, ამის გააზრებით, წელს ევროკავშირი სხვა პასუხისმგებლობით მიუდგება სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. არანაირი მიზეზი სტატუსის არმინიჭების არ არსებობს, თუ ვინმეს საბაბის მოძებნა უნდა, საბაბს ყოველთვის მოძებნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პასუხისმგებლობით მოქმედება და ამიტომ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლებისგანაც მხარდაჭერა გვაქვს, იმედია, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო