ხატია დეკანოიძე - განცხადებები, რაც ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, პარტნიორებთან, ფარცხალაძესა  და მის ჩარტერთან დაკავშირებით, ყველა ზღვარს სცდება

ყველაზე უფრო ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე - თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან სამარცხვინო ადამიანია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, განცხადებები, რაც ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, პარტნიორებთან მიმართებით, ასევე ფარცხალაძესთან და მის ჩარტერთან დაკავშირებით, ყველა ზღვარს სცდება.

„ვფიქრობ, თუ ვინმეს შეიძლება საზოგადოების ნდობა არ ჰქონდეს, ეს არის თვითონ ღარიბაშვილი, რომელიც არის კორუფციონერი, მოქმედებს ლავროვთან ერთად ტანდემში და არის პირადად ბიძინა ივანიშვილის დანიშნული. ამიტომ, ვფიქრობ, მის სიტყვებს პრეზიდენტზე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. აქ მთავარია ერთი რამ - ღარიბაშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო დარჩეს ერთადერთ პლატფორმად რუსეთისთვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. ამიტომ მისი განცხადებები არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში კლეპტოკრატიული ოლიგარქია არის რუსული ინტერესების სასარგებლოდ. მისი განცხადებები, რაც მან გააკეთა დღეს, სცდება ყველა ზღვარს, ის მოქმედებს ლავროვთან ერთად ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საბოტაჟისთვის. მისი ლუსტრაცია უკვე მომხდარია - სალომე ზურაბიშვილზე, ოპოზიციაზე ასე რომ ისაუბრებს და ფარცხალაძეს დაიცავს, უკვე გასაგებია. ღარიბაშვილს და ფარცხალაძეს აქვს ერთი იდეოლოგია და ორივეს არის ივანიშვილის მსახური. ყველაზე უფრო ამაზრზენი ჩარტერთან დაკავშირებით იყო - ის თუ რა ტონით საუბრობს გაჭირვებულებზე. ე.ი. თუ მდიდარი ხარ - კარგია, თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან სამარცხვინო ადამიანია,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს