სალომე სამადაშვილი - სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ იგეგმებოდა ფარცხალაძის გამოყენება მომავალ არჩევნებზე

ლოგიკა, თუ რატომ არ მოაწერა ხელი დაუყოვნებლივ სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას, გუშინ განგვიმარტა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ გაუუქმებს.

„ვფიქრობ, ზურაბიშვილმა საზოგადოებისთვის სათანადოდ ვერ ახსნა თავისი მოტივაცია, როდესაც თავდაპირველად განაცხადა, რომ დღეს არ იღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას, ამან გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია საზოგადოებაში. თუმცა მისი გადაწყვეტილების ლოგიკა, შემდეგ მისი განმარტების და გუშინდელი შეხვედრის შემდეგაც გასაგებია. ზურაბიშვილს მიაჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა განზრახვა, რომ ფარცხალაძეზე ხელი დაებანა - „ქართულ ოცნებას“ ეთქვა, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას ზურაბიშვილი შეუწყვეტს.

როგორც გუშინ განგვიმარტა და პრეზიდენტის ლოგიკაც არის ის, რომ ამის შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს.

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი განიხილავდა, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის განუსაზღვრელი ვადით დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა, მგონი ეს არასდროს არ იყო ოფცია.

ლოგიკა, თუ რატომ არ მოაწერა ხელი დაუყოვნებლივ სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას, გუშინ განგვიმარტა. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ხელს იბანს ამით ფარცხალაძის საქმეზე და მათ შორის, იმ სამარცხვინო დადგენილებაზე, რომელიც ნათია თურნავამ მიიღო“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებზე იგეგმებოდა ოთარ ფარცხალაძის გამოყენება.

სამადაშვილის თქმით, ფარცხალაძეს უნდა ემუშავა რუსეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე არჩევნების გასაყალბებლად.

„გუშინ სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ იგეგმებოდა ფარცხალაძის გამოყენება მომავალ არჩევნებზე. ერთ-ერთი, რაზეც ფარცხალაძეს უნდა ემუშავა იყო ის, რომ არჩევნების გასაყალბებლად რუსეთიდან ხმის მისაცემად ხალხი ჩამოეყვანა. ეს არის მისი ერთ-ერთი პროექტი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024