პარლამენტში მთავრობის მიერ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი დაინიცირდა - სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით, მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 27,8 მლრდ ლარს შეადგენს

პარლამენტში მთავრობის მიერ, ფინანსთა სამინისტროს ავტორობით 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი დაინიცირდა - სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით, მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 27,8 მლრდ ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე წარმოდგენილია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია. კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, რომლის შემდგომაც მთავრობა დეტალურად განიხილავს საკომიტეტო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს, გაანალიზდება 9 თვის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შესრულების მაჩვენებლები და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება კანონპროექტის განახლებული ვერსია.

ბიუჯეტის კანონპროექტთან ერთად თანმდევი კანონპროექტის სახით წარმოდგენილია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია 2 მიმართულებასთან, კერძოდ: 2019 წლიდან, გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი ქვეკატეგორიის ნაცვლად, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლის წყაროდ განისაზღვრა ბიუჯეტში მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 19%; ცვლილება ასევე დაკავშირებულია განათლების და მეცნიერების დაფინანსების განსაზღვრის წესთან. კერძოდ 2019 წელს შემოღებულ იქნა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა ნაერთი ბიუჯეტიდან არ უნდა იყოს მშპ-ს 6%-ზე ნაკლები.

ამასთან, როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2024 წელს 5,2%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს. პროექტის თანახმადვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს.

„2024 ბიუჯეტიც დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები: რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენს; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელია შენარჩუნებულია მომდევნო წლებშიც; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია და 2,8%-ს შეადგენს; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს. 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 900 დოლარს გადააჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს 24,9%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია. ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 27,8 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები“,- აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, 2024 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 21 242,4 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის განახლებულ პროგნოზთან შედარებით 1 832,4 მლნ ლარით მეტია; მშპ-სთან მიმართებით 2024 წელს საგადასახადო შემოსავლები 24,9%-ს შეადგენს და იგივე მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიან პერიოდში.

„2024 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 705,3 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 6 168,9 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 536,4 მლნ ლარს; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 063,0 მლნ ლარით; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 9 121,4 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 7 388,3 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი - 1 733,1 მლნ ლარს; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 365,1 მლნ ლარის ოდენობით; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 161,2 მლნ ლარით; ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 650,0 მლნ ლარს; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 176,2 მლნ ლარით.

ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 350,0 მლნ ლარს, რაც 2023 წლის პროგნოზის იდენტურია“,- აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი