შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ გრიგორი კარასინის განცხადებას „აბსოლუტურად მიუღებელს“ უწოდებს

აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა მეორე მხრივ, ასეთ განცხადებებს სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ, მათ შორის, რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელს არასათანადოდ მოიხსენიებს.

კითხვაზე, ასხამს თუ არა რუსეთის წისქვილზე წყალს საქართველოს ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებები, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „ერთადერთი რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა“. „როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამით შემოდის არასტაბილურობა, მათ შორის, კონსტიტუციური ორგანოების ურთიერთობაში. ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობს რუსეთი, ამიტომ წისქვილზე წყალს ასხამს არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გრიგორი კარასინმა სალომე ზურაბიშვილის მისამართით განაცხადა: „პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!“

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო