„ლელო“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში სასამართლოს ე.წ. „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“ მიმართავს

პარტია „ლელო“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობით სარგებლობს და საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“ მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ხელისუფლება ყველა ბერკეტით ცდილობს იბრძოლოს, ხან ძალის დემონსტრირებით, ხან სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით და დააზიანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა და „ლელომ“ ამ პროცესში ჩართვა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა“.

„საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, რომლის ზეპირი მოსმენაც ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება, პრეცედენტული და ისტორიული მოვლენაა. საქმეს, ბუნებრივია, უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ის კარგად ავლენს დღევანდელი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მანკიერებებს:

ხელისუფლების თვითნებობამ, არასამართლიანი წესებით თამაშმა, ძალმომრეობრივმა პოლიტიკამ და ტოტალური კონტროლისადმი მიდრეკილებამ დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა: ხელისუფლება ცდილობს ყველა ბერკეტით იბრძოლოს, ხან ძალის დემონსტრირებით, ხან სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით და დააზიანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ლელომ“ ამ პროცესში ჩართვა.

პოლიტიკურის გარდა, მეტად მნიშვნელოვანია ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასება ქართული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის.

ჩვენ, „ლელოში“ გადავწყვიტეთ, რომ ვისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობით და ე.წ. „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამით კიდევ ერთხელ ვავლენთ ჩვენს დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რადგან ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება და ამ პროცესის ხელშეწყობა „ლელოს“ პრიორიტეტია.

„ლელოს“ მიერ მომზადებულ ვრცელ დასკვნაში სამართლებრივად არის შეფასებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძვლად ქცეული პრეზიდენტის ქმედებების კონსტიტუციასთან თავსებადობა და შემოთავაზებულია კონსტიტუციის შესაბამისი ნორმების განმარტების ხედვა.

ძირითადი არგუმენტები ეფუძნება პრეზიდენტის კონკრეტული ვიზიტების სტატუსსა და შინაარსს, პრეზიდენტისა და მთავრობის ქმედებებში კონსტიტუციის 78-ე, ევროინტეგრაციის მუხლის მნიშვნელობას პრეზიდენტისა და მთავრობას შორის კონფლიქტის გადაწყვეტას არა იმპიჩმენტის, არამედ ე.წ კომპეტენციური დავის გზით.

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი არგუმენტები არ დატოვოს გათვალისწინების გარეშე!“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს