შალვა პაპუაშვილი ფარცხალაძის დასანქცირებაზე - იმედი მაქვს, თუ მტკიცებულებები არსებობს, წარმოდგენილი იქნება - გამოძიება ამ მტკიცებულებებს ელოდება

იმედი მაქვს, თუ მტკიცებულებები არსებობს, წარმოდგენილი იქნება - გამოძიება ამ მტკიცებულებებს ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, თარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარის მიერ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში აშშ-ს მიერ მტკიცებულებების წარმოდგენა მნიშვნელოვანია.

„გამოძიება მიმდინარეობს და მათ შორის, ითქვა, რომ გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებს მიმართა, რომ მათ მტკიცებულებები წარმოადგინონ, რომლის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. იმედი მაქვს, რომ მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება. რა თქმა უნდა, ეს მტკიცებულებები არის მთავარი საფუძველი, რომ გამოძიება წარმატებული იყოს. მთავარი არის, რომ ვინც ბრალი დასდო, რა თქმა უნდა, იმ მხარეს აქვს უპირველესყოვლისა პასუხისმგებლობა, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოს და გამოძიება ამ მტკიცებულებებს ელოდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა