პრემიერი - შემაშფოთებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ მართავენ ტრენინგებს, როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია - ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა, ჰგონიათ, რომ 2003 წელია - ახლა 2023 წელია და ხელისუფლებაში ჩვენ ვართ

არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური სახელმწიფო უსაფროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუს-ის განცხადება შემაშფოთებელია.

„საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება ქვეყანაში არეულობა. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებას ამის თაობაზე ვაცნობეთ და გავამხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ და ანტიეროვნულ ძალებს აქვთ, რომლებსაც დახმარება აქვთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ვნახეთ, რომ აქტიური ჩართულობა არის უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოდიან, აქ მართავენ ტრენინგებს, ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ალბათ, ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა. ფაქტია, ანალიზს ვერ უკეთებენ. უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ წარსულში არიან ჩარჩენილი. მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია. ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხართ, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი“, - განაცხადა პრემიერმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია