რომან გოცირიძე - მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს

მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ მოსამართლეები ივანიშვილის გავლენისგან უნდა გათავისუფლდნენ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

„იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადოს ირაკლი ღარიბაშვილს, ვინაიდან მან დაარღვია კონსტიტუცია და აუკრძალა ზურაბიშვილს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება, სამეცნიერო თეორიულ საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციებზე წასვლაც აუკრძალა, მაგალითად, პოლონეთში. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ზურაბიშვილი იძულებული იყო განეხორციელებინა საკუთარი ხარჯებით ეს ვიზიტები, რომელიც იყო ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოსამართლეები არიან პარტიულად დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“, მათ შორის ერთ-ერთი ჩემთან ერთად ამ პარლამენტში იჯდა ვიცე-სპიკერის სავარძელში. გახსოვთ, ალბათ, გამონათქვამი „იქნებ დედა შეაგინა“. შეიძლება დღესაც თქვას - „იქნებ დედა შეაგინა და ღარიბაშვილი გაბრაზდა და ამიტომ არ უშვებს“. გვახსოვს, ვინ როგორ ინიშნებოდა, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ განუსაზღვრელი ვადით არიან დანიშნულები, ვერავინ გაათავისუფლებს მათ და თავად უნდა გათავისუფლდნენ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გავლენისგან, თორემ ხელს არავინ ჩამოართმევს, ისიც გაიხსენონ, აშშ-მა როგორ დაუწესა მათ კოლეგებს სანქცია,“ - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო