ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ - დეტალურ სამართლებრივ პასუხს შესვენების შემდეგ გავცემთ

რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ - დეტალურ სამართლებრივ პასუხს შესვენების შემდეგ გავცემთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველ სხდომაზე შესვენების დროს, ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვას, მნიშვნელოვანია თუ არა სხდომაზე პრეზიდენტის ყოფნა, კობახიძე ასე პასუხობს: „საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის კუთხით იყო მნიშვნელოვანი, თორემ მე რა ინტერესი მაქვს“.

„ჩვენც შეგვეძლო წარმომადგენელი გამოგვეგზავნა, მაგრამ პარლამენტის 4 წევრი იმიტომაა მოსული, რომ გამოვხატეთ განსაკუთრებული პატივისცემა სასამართლოს მიმართ. იგივე შეეძლო პრეზიდენტს, თუმცა არ გააკეთა. ეს მისი არჩევანია“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება შეფასებებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა პოლიტიკურია, კობახიძე ამბობს, რომ იმპიჩმენტი პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია.

„იმპიჩმენტი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა. ის ნაწილი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში წარიმართება, სამართლებრივია, ხოლო ის, რაც პარლამენტში წარიმართება - პოლიტიკური. ამიტომ აქ სპეკულაციებისთვის სივრცე არ არის“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, აისახება თუ არა იმპიჩმენტის საკითხი ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსზე, კობახიძე აღნიშნავს, რომ „სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა“.

„ევროპა და ევროპელობა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დღეს დაიწყო. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი